ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 26 June 2013 15:18

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 177

 
ბიზნესის სფეროს და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა PDF Print E-mail
Tuesday, 25 June 2013 14:30

2013 წლის 24 ივნისს, თბილისში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნეს სექტორისა და  მთავრობის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა,  საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების განხილვა იყო. შეხვედრას  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შრომი, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისიტრის მოადგილე, საქართველოს დამსაქმებელთა ვიცე პრეზიდენტი და ბიზნესის სახვადასხვა წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაციის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. აგრეთვე განიხილეს  დამსაქებლებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების გაწევის, მათი  პროფკავშირების კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართვის, სოციალურ პარტიორებთან ურთიერთობის საკითხები.  გაცნობითი ხასიათის შემდეგ შეხვედრა კითხვა –პასუხის რეჯიმში გადავიდა.

 
მსოფლიო თურქეთის ბიზნეს საბჭოს ევრაზიის რეგიონების კომიტეტის ბიზნესმენთა ვიზიტი სსია–ში PDF Print E-mail
Thursday, 20 June 2013 07:40

2013წლის 20 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, მსოფლიოში თურქეთის ბიზნეს საბჭოს ევრაზიის რეგიონების კომიტეტის ბიზნესმენთა 11 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. მნიშვნელოვანი სტუმრები ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ და ასოციაციის გენერალურმა მდვანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა მიიღეს. მსოფლიოში თურქეთის ბიზნეს საბჭოს ევრაზიის რეგიონების კომიტეტის ორგანიზებით ბიზნეს შეხვედრები ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. მათი განრიგით საქართველო რიგით მე-5-ა. შეხვედრები იმართება სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ ასოციაციებში.  ბიზნეს საბჭოს წევრები რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქმენეთში, ყაზახეთში ერთერთი წამყვანი ბიზნესმენები არიან. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსათან, საგარეო ეკონომიკურ ურთერთობათა საბჭოს (DEIK) რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესახებ. დაიგეგმა მემორანდუმების გაფორმება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 16 June 2013 14:11

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 176

 
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა ICC-ში PDF Print E-mail
Friday, 14 June 2013 14:19

2013 წლის 12 ივნისს, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გაიმართა ICC-ის კვარტალური მე-3 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო მდგომარეობა. საბჭოს საპატივცემულოდ გამართულ მიღებას ICC-ის წევრები, დიპლომატიური საზოგადოება და მთავრობა ესწრებოდა. შეკრებაზე განიხილეს ზოგადი ბიზნეს კლიმატი,  მიმდინარე ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობის ძირითადი საკითხები, საქართველოს კონკურენტუნარიანობის განვითარების  ზრდა, გადასახადების მოკრების პრაქტიკა, სახელმწიფოს კერძო დაფინანსება და სხვა. ICC-ის საკონსულპაციო საბჭო წარმოადგენს ბიზნეს საზოგადოების ერთადერთ ორგანოს საქართველოში, რომელიც აერთიანებს ICC-ის აღმასრულებელ საბჭოს, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ნიდერლანდების და თურქეთის საელჩოებს, ევროკომისიის დელეგაციის თავმჯდომარეს, გაეროს განვითარების წარმომადგენელს საქართველოში, მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს. საკონსულტაციო საბჭოს მიზანია თავი მოუყაროს დიპლომატიურ და ბიზნეს სფეროების წევრებს კვარტალურ შეხვედრებზე რათა განიხილონ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო. მიღებული გადაწყვეტილებები გადაეცემა მთავრობასა და სხვა შესაბამის ორგანოებს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 12 June 2013 06:05

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 175

 
ბავშვთა დაცვის დღეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია „თანა“ს დღის ცენტრის ბავშვებს ესტუმრა... PDF Print E-mail
Thursday, 06 June 2013 12:22

2013 წლის 1ივნისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციას დაესწრო, რომელიც მახინჯაურის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდთა სახლში გაიმართა.  ასოციაციამ „თანა“–ს დღის ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრად საჭირო ინვენტარი გადასცა.  ჩვილ ბავშვთა სახლის ლიკვიდაციის შემდეგ შენობა საქველმოქმედო ორგანიზაცია "თანას" დაეთმო, სადაც  უკვე ერთი თვეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 42 მოზარდი სწავლობს. 1 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა მარტოხელა დედათა და ბავშვთა ცენტრი, რომელიც ამავე შენობაში განთავსდება. პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ამოქმედდება და 20-მდე მარტოხელა დედას თავიანთ შვილებთან ერთად საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში თავშესაფარში იცხოვროს. მარტოხელა დედები ჯანდაცვის სამინისტროში, კომისიური წესით, გარკვეული კატეგორიის მიხედვით შეირჩევიან. ბავშვების მიერ მომზადებული ღონისძიების შემდეგ, საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაცია მოზარდებს მაკდონალდში სადილით გაუმასპიძლდა.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Thursday, 06 June 2013 12:16

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 174

 
აზერბაიჯან–თურქეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2013... PDF Print E-mail
Sunday, 26 May 2013 13:06

25 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში,რიგითი აზერბაიჯანი-თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ამ ქვეყნების მინისტრები და 300-მდე ბიზნსემენი ესწრებოდა. საქართველოს მხრიდან,  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 40 ბიზნესმენი და საქართველოს  საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი(მჟავანაძე) ესწრებოდნენ. მან დამსწრე საზოგადოებას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბუკლეტების საშუალებით.  "ეს სამმხრივი ბიზნეს ფორუმი უკვე მესამედ ტარდება. განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს", _ ითქვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების მსვლელობისას, სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სფეროში, მათი ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად. ასევე გაიმართა მხარეთა ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი საქართველოსთვის შედეგიანი აღმოჩნდა და მიმდინარე წელს საქართველოში,  ორი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციას ელოდებიან, ძირითადად თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და რუსეთია დაინტერესებული. გაცნობებთ, რომ მორიგი  ბიზნესფორუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში, კერძოდ ბათუმში გაიმართება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 26 May 2013 13:18

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 173

 
<< Start < Prev 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 Next > End >>

Page 89 of 122