ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი No 7 PDF Print E-mail
Friday, 05 March 2010 19:17

2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 384,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 384,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,5 პროცენტით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 106,6 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 72 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 278,3 მლნ. აშშ დოლარი (9,2 პროცენტით ნაკლები). პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი ფეროშენადნობებს უკავია. 2010 წლის იანვარში ექსპორტირებულ იქნა 17,1 მლნ. აშშ დოლარის ფეროშენადნობები (მთლიანი ექსპორტის 16,1%). ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე ოქროს (მთლიანი ექსპორტის 8,6%), სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს (6%), აზოტოვან სასუქებს (5,5%), შავი ლითონების ჯართს (4,1%), რკინიგზის ლოკომოტივებს (4%), თხილს და სხვა კაკალს (3,6%), ნედლ ნავთობს (3,4%) და სხვა. ამავე პერიოდში, საქართველოს იმპორტში მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს (მთლიანი იმპორტის 11,6%), ნავთობის აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებს (6,8%), ხორბალს (3,1%), სამკურნალო საშუალებებს (3%), შაქარს (2,4%) და სხვა. 2010 წლის იანვარში, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 95,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი ბრუნვის 24,9%), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9,4 პროცენტით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 23,8 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება (57,9 პროცენტით მეტი,მთლიანი ექსპორტის 22,3%), ხოლო იმპორტი – 72 მლნ. აშშ დოლარს (0,6 პროცენტით ნაკლები, მთლიანი იმპორტის 25,9%) აღნიშნულ პერიოდში, დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 119,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 31,1%), რაც 2009 წლის იანვართან შედარებით 9,4 პროცენტით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 36,3 მლნ. აშშ დოლარია (81,6 პროცენტით მეტი, მთლიანი ექსპორტის 34,1%), ხოლო იმპორტი – 83,5 მლნ. აშშ დოლარი (6,7 პროცენტით ნაკლები, მთლიანი იმპორტის 30%).

დაწვრილებით...