ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლევან ვარშალომიძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ ... PDF Print E-mail
Saturday, 27 March 2010 10:34

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. საუბარი სამომავლო პროექტებს შეეხო. ლევან ვარშალომიძემ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაურა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მალე ბათუმში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფილიალი გაიხსნება. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აქცენტი იმ ექსპერიმენტულ პროექტზე გააკეთა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს. მინისტრმა პროექტში ჩართვა ასოციაციის წევრ ბიზნესმენებს შესთავაზა. ექსპერიმენტული პროექტი კი საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ სამშობლოში ინვესტიციის დაბანდებას ითვალისწინებს.

 
ჩატარდა სემინარი საეთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ... PDF Print E-mail
Saturday, 20 March 2010 07:56

2010 წლის 18 მარტს ჩატარდა სემინარი თემაზე ”ბიზნესის მართვა არასტაბილურ პირობებში” საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით. სემინარი გახსნა საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენელმა საქართველოში თომას ლუბეკმა და ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. ”ასოციაციის წევრები სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას და ამ კრიზისულ სიტუაციაში მათ დაეხმარება საერთაშორისო დონის ექსპერტებისაგან რეკომენდაციებისა და რჩევების მიღება. მე იმედი მაქვს დღეს ამ სემინარზე ისინი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ” – განაცხადა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. სემინარი ეძღვნებოდა ბიზნესის მართვას რთულ კრიზისულ მდგომარეობაში: განხილული იქნა ინსტრუმენტები, რომლებიც დაფუძნებული იყო თანამედროვე კომპანიების გამოცდილებასა და წამყვანი ექსპერტების რეკომენდაციებზე. მოყვანილი იქნა პრაქტიკული მაგალითები და გამოცდილების გაცვლა ბიზნეს წარმომდგენლებს შორის. სემინარს ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, უკრაინის გენერალური კონსული, ასოციაციის წევრები და ბიზნესისმენები. სემინარი წაიყვანა ინსტრუქტორმა ალექსანდრე მერტენსმა. სემინარის ბოლოს სტუმრებს მიეცათ საშუალება დაესვათ მათვის საინტერესო და პრობლემატური საკითხები, მიეღოთ რჩევები ხარჯების შემცირებისა და რისკების მართვის სფეროში.

 
ინვესტორთა შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან... PDF Print E-mail
Saturday, 13 March 2010 14:43

2010 წლის 12 მარტს საერთაშორისოინვესტორთა ასოციაცის ოფისში შედგა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ზაზა გუმბერიძესა და ასოციაციის წევრებს შორის. შეხვედრა ეძღვნებოდა  იმ საკითხებს, რომლებიც დაისვა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ამა წლის 25 თებერვალს. ბატონმა ზაზა გუმბერიძემ ინვესტორებს გააცნო იმ მუშაობის შედეგები, რომელიც მიმართულია პრობლემების მოგვარებისა და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისაკენ.

 

 
განცხადება... PDF Print E-mail
Thursday, 11 March 2010 00:00

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ატარებს ექსკლუზიურ სემინარს, რომელიც ეძღვნება „პოსტ - კრიზისულ“ გარემოსთან ბიზნესის ადაპტაციის საკითხებს. სემინარს დაესწრება 50 - მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი.

სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 18 მარტს TBC ბანკის ბათუმის ფილიალის ცენტრალურ ოფისში, ზუბალაშვილის ქ. № 37-ში.

სემინარს წაიყვანს ცნობილი ექსპერტი კრაინის ბიზნესის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი ბ-ნი ალექსანდრე მერტენსი.

გთხოვთ იხილოთ დანართები:

სემინარის განრიგი

მონაწილის ანკეტა

სემინარის პრეზენტაცია

შეფასების ფურცელი

 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრებთან... PDF Print E-mail
Friday, 26 February 2010 14:10

შეხვედრაზე მმართველთა საბჭოს მიერ დასმული იქნა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობდა ბიზნესმენების მუშაობას და გააუმჯობესებდა საინვესტიციო გარემოს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც ინვესტორთა პრობლემებს შეისწავლის და მათ დროულად გადაჭრაზე იმუშავებს. ბ-ნმა ლევან ვარშალომიძემ, ასოციაციასთან მსგავსი შეხვედრების მოწყობას აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. შეეხო აჭარის მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკას. რომლის მთავარი პრინციპებიცაა ღიაობა და გამჭვირვალობა. ასვე ისაუბრა ახალ ინიციატივებსა და საინვესტიციო პროექტებზე. შეხვედრას მმართველთა საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გორაძე, საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ზაზა გუმბურიძე და მასმედიის წარმომადგენლები.

 
IFC-ის ვიზიტი აჭარაში... PDF Print E-mail
Thursday, 25 February 2010 13:46

23-34 თებერვალს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის (IFC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები ბატონები ფილიპ კონდონი და ბაკურ მაისურაძე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს აჭარაში მოქმედი რამოდენიმე სამრეწველო საწარმო და გამართეს საქმიანი შეხვედრები ინვესტორებთან. IFC-ის წარმომადგენლები მიიღო საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბ-ნ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. შეხვედრა ატარებდა  გაცნობით ხასიათს, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ურთიერთობების გაღრმავებას.

 
მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... PDF Print E-mail
Wednesday, 24 February 2010 11:05

მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა.

სხდომაზე განხილული იქნა ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც სურთ ასოციაციის წევრ ინვესტორებს. საერთო და კერძო ხასიათების პრობლემებისგან შედგა ნუსხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ. ვარშალომიძესთან წარსადგენად.

 
შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან… PDF Print E-mail
Tuesday, 16 February 2010 06:58

2010 წლის 14 თებერვალს საერთაშორისო  ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან, რომლებიც წარმოადგენენ ფირმა “Shyang Tseng Enterprise, Co” LTD.

შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი, მართველთა საბჭოს წევრი ომერ ილქნური, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ზაზა გუმბურიძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

ინვესტორებისათვის მოეწყო საინფორმაციო პრეზენტაციები აჭარის შესახებ, საინვესტიციო გარემოსა და ასოციაციის თაობაზე.

ჩინელი ინვესტორების ორ დღიანი ვიზიტის დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა ფეხსაცმელების ქარხნის აშენება აჭარაში.

 
2010 წლის 12 თებერვალს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა… PDF Print E-mail
Monday, 15 February 2010 12:58

2010 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართა მართველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები;

 

1.ინფორმაცია 2009 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

2. 2010 წლის სამუშაო გეგმები და მიმართულებები;

3. მართველთა საბჭოს წევრებზე საპასუხისმგებლო დარგების დელეგირება;

4. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ.ვარშალომიძესთან შეხვედრის ორგანიზება თებერვლის თვის ბოლოს;

5.ახალი წევრების მიღება - შპს „ბაუერ-საქართველო“;

6. აუდიტორულ ფირმასთან მოლაპარაკებათა შედეგები;

7. ჩინელი ინვესტორების ბათუმში ვიზიტის პროგრამა;

8. IFC-სთან ერთად მარტის ბოლოს სემინარის ჩატარების ორგანიზება;

9. 2009 წლის ბიუჯეტის და ბალანსის შესახებ ინფორმაცია;

10. სხვადასხვა საკითხები.

 

სხდომას ესწრებოდა მართველთა  საბჭოს სრული შემადგენლობა, ასევე შემცვლელი წევრი და სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე.

 

 
სააკაშვილმა აჭარაში ახალი სათბური და რესტორანი გახსნა PDF Print E-mail
Friday, 12 February 2010 07:05

ხელვაჩაურში სალიბაურის სასათბურე მეურნეობაში ახალი სათბური გაიხსნა. ახალი შენობა 3 ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული. აქ პომიდვრის ნერგები სპეციალურ ნიადაგში გამოჰყავთ. თითოეული ნერგი 12 მეტრ სიმაღლეს აღწევს და ერთ ნერგს 30 კილოგრამი ნაყოფის მოცემა შეუძლია. პომიდვრის პირველ მოსავალს მარტის ბოლოს ელოდებიან.

სასათბურე მეურნეობაში თურქული ინვესტიციები ჩაიდო. დასაქმებულია ასამდე ადგილობრივი. ახალი სათბური პრეზიდენტმა გახნსა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სტამბოლის ყველაზე დიდი რესტორნის ფილიალი გახსნა. დღეიდან მოქალაქეებს 25 სახეობის ქაბაბის დაგემოვნება შეუძლიათ. მათ შორის საფირმო კერძის 2 მეტრიანი ქაბაბისა, რომლითაც პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს გაუმასპინძლდა.

ახალი რესტორანი ბათუმში ხიმშიაშვილის ახალ პროსპექტზე გაიხსნა. პროსპექტის პრეზენტაცია დღეს შედგა. პროსპექტი ფრანგული შადრევნის სანაპიროს ქალაქის სიღრმესთან დააკავშირებს. პრეზიდენტმა ინვესტორებს ინიციატივით მიმართა. მას, ვინც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელ ბინებს ბათუმში შეღავათიან ფასად შეთავაზებს, მიწის ნაკვეთები უფასოდ გადაეცემა.

 

 
<< Start < Prev 121 122 Next > End >>

Page 121 of 122