კანონი ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ |
|
|
|
Wednesday, 10 February 2010 09:16 |
აჭარის ავტონომიური რესპლიკაში შეიქმნა დროებითი მარეგულირებელი კომისია, რომელიც იმოქმედებს ახალი მიღებული კანონის თანახმად "ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ
ეს კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის კონსტიტუციის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი სა-კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრულ-ფასოვანი რეალიზაციისათვის საჭირო ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებ-ლობის რეგულირების ღონისძიებებს. ამ კანონის ძირითადი მიზნებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირებისათვის გატარებული ღონისძიებების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს: ა) სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა; ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; ბ) დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, რეგიონის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა და მოსახლეობის დამაგრების ტერიტორიული წინაპირობის შექმნა;
გთხოვთ იხილოდ კანონი დეტალურად;
|
ახალი წლიდან საბაჟო გადასახადები იზრდება |
|
|
|
Thursday, 07 January 2010 17:30 |
2010 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი 12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება.
პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე დაამტკიცა. მთავრობა ირწმუნება, რომ საბაჟო გადასახადების კორექტირებით ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მოხდება. თუმცა 12-პროცენტიან დაბეგვრის რეჟიმში მოხვდა ისეთი პროდუქციაც, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, მაგალითად, ჰიგიენური, სამშენებლო და სარემონტო საშუალებები. დაბეგვრის ეს რეჟიმი მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს შეეხება, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს. საქართველოში შემოსული იმპორტის უდიდესი წილი თურქეთზე, უკრაინასა და აზერბაიჯანზე მოდის, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. ევროკავშირთან კი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა აქვს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის სარეალიზაციო ფასის მატებას გამოიწვევს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას სხვა მიზეზიც აქვს: მსგავს და ერთგვაროვან პროდუქტზე ერთი და იგივე განაკვეთის შემოტანით მთავრობა საბაჟო პროცედურებს ამარტივებს.
|
Read more...
|
2009 წლის 9 დეკემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მართველთა საბჭოს მეორე სხდომა |
|
|
|
Monday, 14 December 2009 12:45 |
2009 წლის 9 დეკემბერს 18:30,გაიმართა მართველთა საბჭოს მეორე სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი რიგი საკითხებისა;
1. ახალი წევრების გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, და გაწევრიანების კანდიდატებისა და მათზე არსებული ინფორმაციის განხილვა (Development Solutions LTD, Batumi-Tex Ltd, Adjar-Energi LTD). 2. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების შედეგები. 3. სამუშაო გეგმები და მიმართულება. 4. აუდიტორულ კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმება. 5. წევრების პრობლემური საკითხების განხილვა და მათი გადაჭრის გზის პოვნა. 6. სადაზღვეო კომპანია GPI HOLDING-ზე არსებული ინფორმაციის და შემოთავაზების მიწოდება. 7. ინფორმაცია ვებ-გვერდზე. 8. თავმჯდომარის ხელმოწერის მინდობილობა ტავმჯდომარეს მოადგილეზე ბ-ნ ჯეზმი აქშაჰინზე.
|
Sunday, 13 December 2009 20:00 |
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოსა და ლატვიის მთავრობა, ლატვიელი ინვესტორები და ბიზნესმენები, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასიციაციის წევრები. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო ინსტურისტში გაიმართა, განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ბიზნეს კომუნიკაციები ტურიზმის სფეროში, მრეწველობა და ინვესტიციების მოზიდვები. ლატვიის მხარე წარმოადგინა ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა და 65 ბიზნესმენმა.
ლევან ვარშალომიძე სიტყვით გამოვიდა ფორუმზე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და მიმდინარე პროექტები.
ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ქვეყანამ გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო გაცნობოდა აჭარის რეგიონის პოტენციალს და დაეფუძნებინა ორმხრივი კოოპერაცია. ლატვიელმა ბიზნესმენებმა ასევე წარადგინეს მათი პროდუქცია.
საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც გამართა 14 დეკემბერს ბათუმში, პროდუქტიული იყო. ფორუმზე განიხილებოდა საქართველოსა და ლატვიის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოშვება, რომელიც უახლოეს მომავალში ორივე ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება.
გარდა ამისა, ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აჭარის ტურისტულმა პოტენციალმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და მოლოდინი არის იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ლატვიელი ტურისტები სწორედ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე დაისვენებენ. |
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია |
|
|
|
Monday, 23 November 2009 20:00 |
2009 წლის 24 ნოემბრის 11 საათზე, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში ჩატარდა მართველთა საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარეს მოადგილეს არჩევნები. ასოციაციის ტავმჯდომარეთ ერთხმად არჩელ იქნა ბ-ნი ჯემალ ბილგინგულუოღლუ, ADJARA TEXTILE - ისდამფუძნებელი, ხოლო მოადგილედ ბ-ნი ჯეზმი აქშაჰინი, IKON LTD - ეს წარმომადგენელი.
|
ოფიცალური გახსნის ცერემონიალი |
|
|
|
Monday, 23 November 2009 20:00 |
|
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შედგა 2009 წლის 24 ნოემბერს. სტუმრები იყვნენ: მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე, მინისტრები, დიპლომატები, მედიის და პრესის წარმომადგენლები, ასოციაციის წევრები და წევრობის კანდიდატები. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ასიცოაციის ხელმძღვანელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ. მთავრობის დავმჯდომარემ ბატომა ლევან ვარშალომიძემ მიმართა ინვესტორებს, რომ მიესალმება ასეთი ასოციაციის გახსნას საქართველოში. |
|
Monday, 09 November 2009 20:00 |
2009 წლის 10 ნოემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა პირველი გენერალური ასამბლეა. ასამბლეაზე გაიმართა ასოციაციის პრეზენტაცია. გენერალურ ასამბლეაზე არჩეულ იქნა მართველთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. გენერალურ ასმაბლეაზე საარჩევნო პროცესს დამკვირვებლების სახით ესწრებოდნენ ასოციაციის გაწევრიანების კანდიდატები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
|