ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ PDF Print E-mail
Wednesday, 23 May 2012 00:00

აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცეს, რომლებიც ,,AJARA TEXTILE"-ში უკვე დასაქმდნენ.


„ეს კარგი მაგალითია მთავრობისა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობისა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და სასწავლებელი შევაკეთეთ, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დავამუშავეთ სასწავლო პროგრამები, კერძო ინვესტორებმა კი მათ დასაქმებას შეუწყეს ხელი. საბჭოთა პერიოდში მკერავის სპეციალობის შესწავლას სამი წელიწადი ჭირდებოდა. ახლა მისი დაუფლებისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. ეს კი დასაქმების საშუალებას მაქსიმალურად მცირე დროში იძლევა,“ – განაცახდა ლევან ვარშალომიძემ.

პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი" და შპს ,,AJARA TEXTILE"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმდა. კოლეჯმა აიღო ვალდებულება შპს ,,AJARA TEXTILE" - სათვის მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში მოამზადოს 60 სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი. 

პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი" 388 სტუდენტი ეუფლება სვადასხვა პროფესიას, აქედან 32 სამკერვალო ნაწარმის სპეციალობას სწავლობს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 14 May 2012 08:04

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 119

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 09 May 2012 08:57

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 118

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Saturday, 05 May 2012 00:00

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 117

 
„სასტუმრო შერატონში ბათუმი-იზმირის ბიზნეს ფორუმი გაიმართაოქროს ბრენდის“ მფლობელი მეორედ გახდა PDF Print E-mail
Friday, 04 May 2012 00:00

2012 წლის 3 მაისს ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა იზმირი-ბათუმის ბიზნეს ფორუმი.  ფორუმს ორგანიზება გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ და იზმირის სავაჭრო პალატამ  აჭარის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციას იზმირის სავაჭრო პალატის 90 წევრი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.  მათგან 53 კი ორმხრივი შეხვედრებში ღებულობდა მონაწილეობას. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ინვესტორთა ასოციაციის , სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო პალატის, ტურიზმის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწვეული 50-ამდე კომპანია. კონფერენცია გაიხსნა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნი ლევან ვარშალომიძის სიტყვით გამოსვლით. სიტყვით გამოვიდნენ ასევე თურქეთის კონსული ბათუმში, იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე.  ნაჩვენები იქნა აჭარისა და ბათუმის ამსახველი ვიდეო  რგოლები. გაკეთდა ბათუმის საინვესტიციო სააგენტოს პრეზენტაცია.  სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. კონფერენციის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები 5 სხვადასხვა სექტორად დაყოფილ მაგიდებთან: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინვესტორთა ასოციაცია და სავაჭრო პალატა, მშენებლობა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა.  შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ხარეები თანამშროლობის სფეროების გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.

 

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 24 April 2012 00:00

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 116

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Friday, 20 April 2012 00:00

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 115

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 10 April 2012 06:08

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 114

 
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ „ოქროს ბრენდის“ მფლობელი მეორედ გახდა PDF Print E-mail
Sunday, 08 April 2012 10:44

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ოქროს ბრენდის ბიზნეს ნომინაციის მფლობელი მეორედ გახდა - კომპანია 2011  წლის რჩეულ ბრენდად აღიარეს.რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური, მეშვიდე ცერემონია კომპანია Global Idea-მ და გაზეთმა The FINANCIAL-მა თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში გამართეს.ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. ცნობისთვის: “ჯიპიაი ჰოლდინგი” დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი  საქართველოში.  კომპანიის  პრიორიტეტია ქვეყანაში  სოციალური დაზღვევის განვითარება. უკვე რამდენიმე წელია დაზღვევის ამ სახეობებში, კერძოდ,  საპენსიო და ჯანმრთელობის დაზღვევაში, “ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. “ჯიპიაი ჰოლდინგი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის – “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა.საქართველოში ”ვენის სადაზღვევო ჯგუფში” ორი კომპანია შედის - ”ჯიპიაი ჰოლდინგი” და ”ირაო”.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 03 April 2012 12:39

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 113

 
<< Start < Prev 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 Next > End >>

Page 99 of 122