ამინდი

ვალუტის კურსი

 

სსია-ს თურქეთის ქალაქ ქაჰარამანმარაში სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა... PDF Print E-mail
Friday, 17 June 2011 09:03

2011 წლის 17 ივნისს, სსია-ს სტუმრობდა თურქეთის ქალაქ ქაჰარამანმარაში სავაჭრო და სამრეწველო პალატის 18 კაციანი დელეგაცია, რომელიც შედგებოდა  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებისაგან.  მათი ვიზიტის მიზანი არის აჭარის ბიზნეს გარემოს გაცნობა დაშეხვედრა ადგილობრივ ბიზნესმენებთან. ბიზნესმენები დაინტერსდნენ აჭარაში მეთევზეობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით. სტუმრები გაეცნენ სსია-ს სტრუქტურასა და ძირითად საქმიანობას და გამოხატეს მზადყოფნა ასოციაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.

 
ირანელების სტუმრობა სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Thursday, 16 June 2011 08:28

2011 წლის 16 ივნისს, სსია-ს სტუმრობდა ირანელი ბიზნესმენები, კომპანია MARCOPOLO Asia-ს წარმომადგენლები. სტუმრები დაინტერესდნენ აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებით და მათ მიერ დაიგეგმა ბათუმში3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 14 June 2011 07:02

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 71

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Thursday, 09 June 2011 11:41

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 70

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ქალაქ გირესუნის ბისზნესმენთა დელეგაციას უმასპინძლა... PDF Print E-mail
Tuesday, 07 June 2011 13:59

2011 წლის 7 ივნისს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ გირესუნის 16 კაციანი ბიზნესმენების დელეგაცია ესტუმრა. ბიზნესმენების ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. სტუმრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება იგეგმება. ბიზნესმენების დელეგაციას მასპინძლობა გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანამშრომლებმა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა.

 
ავსტრიელების ვიზიტი სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Wednesday, 01 June 2011 09:32

მიმდინარე წლის 1 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში ქალბატონი ევა ბერგერი და ავსტრიის სავაჭრო პალატის სავაჭრო დელეგატი ანკარაში ბატონი კონსტანტინ ბეკოსი. მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობა. მათი ინფორმაციით, ავსტრიელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან აჭარის რეგიონში სამთო–სათხილამურო კურორტების განვითარებით, აგრეთვე სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების დაბანდებით. სტუმრები ასევე გაეცნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სტრუქტურასა და საქმიანობას.

 
აშშ-ის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Thursday, 02 June 2011 13:17

მიმდინარე წლის 2 ივნისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ აშშ-ის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესე­ბულნი იყვნენ საქართველოს ბიზნეს გარემოთი. ისინი აწარმოებენ მარკეტინგულ კვლევას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. სტუმრები გაეცნენ  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სტრუქტურას და მიიღეს ინფორმაცია ასოციაციის წევრი კომპანიების შესახებ.

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ქალაქ კაისერის სავაჭრო სამრეწველო პალატის 50 კაციანი დელეგაციას უმასპიძლა... PDF Print E-mail
Tuesday, 31 May 2011 20:42

2011 წლის 29 მაისს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ კაისერის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. თურქი ბიზნესმენების საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს აჭარის საინვესტიციო გარემოს შეწავლა წარმოადგენდა. სსია-ს წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს პირადად გაუზიარეს მათი საქართველოში მუშაობის გამოცდილება და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სსია-ს სტრუქტურასა და საქმიანობაზე.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 31 May 2011 20:38

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 69

 
მორიგი შეხვედრა საგადასახადო ომბუდსმენთან სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Saturday, 21 May 2011 19:25

მიმდინარე წლის 21 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან გიორგი პერტაიასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და კანდიდატი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა საწარმოო დანაკარგებთან და საქონლის განბაჟებისას საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. ბიზნეს ომბუდსმენის განცხადებით, პრობლემა მოგვარებადია და საკითხზე შემოსავლების სამსახურთან ერთად იმუშავებს. ასევე უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა გასვლითი შეხვედრები სსია–ს წევრ კომპანიებში.

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 107 of 122