ამინდი

ვალუტის კურსი

 

საქართველოში ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური 2011” ტარდება... PDF Print E-mail
Thursday, 10 March 2011 09:47

ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური 2011” პირველად საქართველოში ტარდება. მისი ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების გენერალური სპონსორია “HSBC-ბანკი საქართველო”. დაჯილდოების დაარსების მიზანია ქართული ბიზნესის წარმოჩენა, წახალისება და პოპულარიზაცია. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს უკვე მიღწეული წარმატების მაგალითზე ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებასა და განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება - “მერკური” 2011 აერთიანებს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 06 March 2011 10:46

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 58

 
უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ტერნოპოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია სსია-ს ოფისში... PDF Print E-mail
Sunday, 06 March 2011 10:40

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა უკრაინის ქალაქ ტერნოპოლის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქ ტერნოპოლის მერი სერგეი ნადალი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ტერნოპოლის საკრებულოს წევრები, ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იასონ ცერცვაძემ სტუმრებს გააცნო ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობა, ქვეყნის საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ინდუსტრიული და ტურისტული ზონები, რეგიონში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები. ტერნოპოლის დელეგაცია დაინტერესდა ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ზოლში სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობით-სახელწოდებით „ტერნოპოლი“. ასევე გაცნობის, გამოცდილების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ასოციაციის წარმომადგენლები მიიწვია ქალაქ ტერნოპოლში.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ინვესტორთა კორპორაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა... PDF Print E-mail
Wednesday, 02 March 2011 12:28

2011 წლის 1 მარტს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გაწევრიანდა ინვესტორთა კორპორაციების მსოფლიო ფედერაციაში. The World Federation of Investors Corporations (WFIC) http://www.wfic.org. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 30 ქვეყნის ინვესტორთა ასოციაციები, (მათ შორის აშშ, თურქეთი, შვედეთი, სლოვენია, პორტუგალია, პოლონეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, იაპონია, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, დანია, კანადა, ბრაზილია, ბელგია, ავსტრია, ავსტრალია). ხოლო საქართველო ლიტვის შემდეგ გახლავთ მეორე ქვეყანა პოსტ საბჭოური სივრციდან რომელიც ინვესტორთა კორპორაციების მსოფლიო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

 
ინდურ ბიზნესწრეებში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დაინტერესდნენ... PDF Print E-mail
Monday, 28 February 2011 08:31

22 თებერვალს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ფოთის თავისუფალ ინდუსტიულ ზონასთან დაკავშირებით ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ინდოეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კომპანია “რაკია ჯორჯია” და ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაცია. ინდოელი ბიზნესმენების წინაშე პრეზენტაცია გააკეთეს და შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ინდოეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების – სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაციის დელეგაცია. მის შემადგენლობაში წამყვანი ინდური კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან. აღნიშნული ვიზიტის დროს გაგრძელდება საქმიანი დიალოგი საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის ბიზნეს-წრეებს შორის კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 27 February 2011 14:47

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 57

 
სამკერვალო ფაბრიკა ”ბათუმიტექსში” ახალი ხაზი ამოქმედა... PDF Print E-mail
Tuesday, 22 February 2011 13:36

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანია ბათუმის სამკერვალო ფაბრიკა ”ბათუმიტექსი”, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს, საქმიანობას აფართოებს. საწარმოში ახალი ხაზი დამონტაჟდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. 750 დასაქმებულს ახალი თანამშრომლები მალე შეემატება. ახალი მარკით შეკერილი ტანსაცმელი ინგლისში გაიყიდება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 20 February 2011 17:06
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების პროექტის პრეზენტაცია სსია–ს ოფისში... PDF Print E-mail
Wednesday, 16 February 2011 13:45

2011 წლის 16 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ინვესტორებისათვის გამართა პრეზენტაცია კონსულტაციისა და დასაქმების პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოში. პრეზენტაციას ესწრებოდა ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 15 February 2011 13:02

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი # 55

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 110 of 122