თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის შეხვედრა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან
Friday, 29 July 2016 05:58
2016 წლის 28 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ბატონი იასინ თემიზქანი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, ასოციაციის წევრი კომპანიების წამომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის გარღმავება ეკონომიკის და ვაჭრობისა სფეროებში. კონსულმა თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება. იასინ თემიზქანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია, მეტიც ეროვნული ვალუტა ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრადაა გამყარებული. თურქეთის რესპუბლიკა კი ინვესტორებისათვის კვლავინდებურად სტაბილურია.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „ჰუალინგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის„ დირექტორს შეხვდა
Wednesday, 13 July 2016 13:26
2016 წლის 12 ივლისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) ჰუალინგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის დირექტორს ბატონ სოსო ნიბლაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასოციაციის ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. კერძოდ ტექსტილის სფეროს აჭარის რეგიონში და ამ სფეროს გაფართოებას კერძოდ საუბარია ახალი ქარხნების გახსნაზე ქუთაისსში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მდივანმა სოსო ნიბლაძეს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა რითაც დაინტერესდა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მნიშვნელობაზე და მის წევრ კომპანიებზე. ხოლო ბატონმა სოსომ ისაუბრა ინვესტორებისათვის ქუთაისის თიზ-ის მნიშვნელობაზე. რომელიც ასევე განსაკუთრებით მიმზიდველია ტექსტილის მწარმოებელთათვის. ჰუალინგ ჯგუფის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განთავსებულია ქ. ქუთაისში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე ისტორიული და სამრეწველო ქალაქია, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის გასწვრივ. 35.92 ჰექტარზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჰუალინგ ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 წლის მანძილზე შეადგენს 31. 170. 000 აშშ დოლარს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ კანონზე დაყრდნობით ჰუალინგ ჯგუფმა უკვე დაასრულა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის მოწყობა. ინდუსტრიულ ზონაში ჰუალინგ ჯგუფის მიერ შექმნილია და უკვე წარმატებულად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის გადამამუშავებელი და ავეჯის დასამზადებელი საწარმოები, რომლებშიც წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება ხდება მეზობელ ქვეყნებში. ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში 48 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შეიძინა 20 წლიანი ლიცენზია 2.400.000 მ3 სამშენებლო ქვის მოპოვების უფლებით, რომლის გადამუშავება ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ქვის გადამამუშავებელი ქარხანაში, სადაც კომპანიის მიერ დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს 400.000 აშშ დოლარის ღირებულების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა.ჰუალინგ ჯგუფის მიზანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დატვირთვის გასაზრდელად მეტი უცხოელი ინვესტორის მოზიდვა, რაც შესაბამისად გაზრდის ადგილობრივ მცხოვრებთა დასაქმების მაჩვენებელს.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...