ამინდი

ვალუტის კურსი

 

შეხვედრა ართვინის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:45

2022 წლის 9 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, ართვინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და წევრები ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
შეხვედრა მერსინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:38

2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, მერსინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და წევრები ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
შეხვედრა გურთიადის თავმჯდომარესთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:34

2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანი წევრებთან ერთად ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
შეხვედრა ჩვენებურებთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:31

22 წლის 3 ნოემბერს ინვესტორთა ასოციაციას, თურქეთში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციების თავმჯდომარეები ეწვივნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები და თურქეთში მცხოვრები ჩვენებური ქართველების მიერ განხორციელებული აქტივობები. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილე PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:26

2022 წლის 28 ოქტომბერს შერატონში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს - ბათუმში რიზა ქაან ილმაზს და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

 
თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილე PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:18

2022 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში თურქეთის საელჩოში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ალი ქაან ორბაის და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

 
შეხვედრა სადეზღვეო კომოპნია უნისონთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:14

2022 წლის 26 ოქტომბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალურ დირექტორს ვასილ ახრახაძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასა და კომპანია უნისონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის მიზანია ინვესტორებისათვის სადაზღვევო მომსახურების შეთავაზება. სადაზღვევო კომპანია უნისონი უახლოეს მომავალში შემოურთდება ინვესტორთა ასოციაციას.

 
შეხვედრა საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:05

2022 წლის 27 ოქტომბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორს ჰუსეინ ემრე ილმაზს ეწვია. მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის მსვლელბისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტულურ საკითხებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 
კომპანია ბეკოს 25 წლის იუბილე PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:02

2022 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში შერატონ მეტეხი პალასში, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ბეკოს 25 წლის იუბილეს 700 სტუმარი, მათ შორის საჯარო პირები, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.

 
შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 09:58

2022 წლის 25 ოქტომბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 
<< Start < Prev 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 Next > End >>

Page 13 of 122