სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა |
|
|
|
Sunday, 16 October 2022 07:13 |

კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალს მთავრობა, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმოადმგენლები, ასოციაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ადაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობის მეთოდები, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები. პარალელურად იმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები. ასევე, სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’. ExpoMed Batumi-ს მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობა. |
„დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ |
|
|
|
Sunday, 16 October 2022 06:51 |

2022 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ სახელწოდებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობები, დიაგონალური კუმულაციის მნიშვნელობა და შედეგები. ასევე გაიამრთა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის. ფორუმს ესწრებოდნენ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ ფორუმს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც ესწრებოდა. ბატონმა ოსმანმა აღნიშნა, რომ დიაგონალური კუმულაცია ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების ზრდას. |
|