ამინდი

ვალუტის კურსი

 

ართვინის გასტრონომია და ტურისტული პოტენციალი PDF Print E-mail
Saturday, 18 June 2022 12:53

2022 წლის 14 ივნისს ხოფის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ართვინ ჩორუჰის უნივერსიტეტი მხარდაჭერით ‘’ართვინის გასტრონომია და ტურისტული პოტენციალი-ს’’ შესახებ სემინარი ჩატარდა. აღნიშულ სემინარზე მოხსენება წარადგინეს: ართვინ ჩორუჰის უნივერსიტეტის ლექტორმა იენერ ოანმა თემაზე ‘’ტურიზმის ინდუსტირაში გასტრონომიის როლი‘’ ართვინ ჩორუჰის უნივერსიტეტის ლექტორმა ჯეიჰუნ აქიოლმა თემაზე: ‘’ართვინის მნისვენლოვანი ტურისტული დესტინაციები‘’. აღნიშნულ სემინარზე წარვადგინე პრეზენტაცია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე ვისაუბრე ართვინ-ბათუმს შორის სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა ტურისტული აქტივოვების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

 
შეხვედრა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაისთან PDF Print E-mail
Saturday, 18 June 2022 12:48

2022 წლის 15 ივნისს, თურქეთის საელჩოში, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წარმოამდგენლები, ასოციაციების თავმჯდომარები და ბიზნესმენები. შეხვესდრის მსვლელობისას ვისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე წარმოქმნილ რიგებზე და ტრაილერების მძღოლების პრობლემებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, ისაუბრა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ პრობლემებზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი იქნება და მალე აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 16:03

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 644

 
შეხვედრა გურთიადის თავმჯდომარესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:59

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია გურთიადის თავმჯდომარეს ოსმან თურანს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალ საკითხებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობაზე. საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ოსმან თურანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:55

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიას ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოცისციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. მიმოიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვედრა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:46

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ლანჩზე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი პერტაიას ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ გიორგი პერტაიას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხედრა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:41

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და თურქეთ-საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე. Deik-ის თურქეთ- საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვდრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს ირაკლი ნადარეიშვილსა და გენადი არველაძესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:38

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს ირაკლი ნადარეიშვილსა და გენადი არველაძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა, საქართველოს საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა  და ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.  DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ გენადისა და ირაკლის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვედრა აწარმოე საქართველოში სააგნტოს დირექტორის მოადგილესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:33

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია ‘’აწარმოე საქართველოში’’  სააგენტოს დირექტორის  მოადგილეს, თორნიკე ზირაქიშვილს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს, საქართველოს საინვესტიციო გარემო და უპირატესობები, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და ხელშეწყობა. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ  თორნიკეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ნოშრევან ლომთათიძესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:29

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ნოშრევან ლომთათიძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ნოშრევანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
<< Start < Prev 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 Next > End >>

Page 18 of 122