ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 15 January 2013 10:03

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 154

 
თანამშრომლობის მემორანდუმი… PDF Print E-mail
Monday, 14 January 2013 06:34

მიმდინარე წლის 12 იანვარს, თურქეთის “Beyazay”-ის ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამედიცინო ასოციაცია “თანა”-სთან. მემორანდუმის თანახმად “Beyazay”-ის ასოციაცია “თანა”-სთან არსებულ უნარშეზღუდულ ბავშვთა ცენტრს მუდმივად გაუწევს საჭირო დახმარებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “Beyazay”-ის  თავმჯდომარემ ლოქმან აივასმა და “თანას” თავმჯდომარემ ნანა საყვარელიძემ. ღონისძიებას სხვა მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ, მათ შორის თურქეთის მხრიდან სამი პარლამენტარი, ხოლო ქართული მხრიდან მთავრობის წარმომადგენლები. ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და წევრი კომპანიები. თანამშრომლობის მემორანდუმის იდეა ინვესტორთა ასოციაციას გაუჩნდა გასული წლის 28 დეკემბრის საქველმოქმედი აქციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც უნარშეზღუდულ ბავშვებს საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სათამაშოები გადასცა.

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა 2012 წელი შეაჯამა… PDF Print E-mail
Friday, 11 January 2013 07:01

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა გასული წელი გადაცემა დროის ვექტორში შეაჯამა. საუბარი ძირითადად რეგიონის საინვესტიციო გარემოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. მისი თქმით, 2012 წელს ძირითადად თურქეთის რესპუბლიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაინტერესდნენ აჭარის ბიზნესგარემოთი, ინვესტიციის დიდი ნაწილი ტექსტილის და მშენებლობის სფეროებში ჩაიდო. გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ასოციაციის შესახებ, რომ ის 23 წევრ კომპანიას აერთიანებს და მთავარი მიზანი, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის განვითარება–გაუმჯობესებაა. მან თქვა, რომ დღეისათვის ქვეყანაში ბიზნესის განხორციელებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, დაბალი ტარიფები, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი, გამარტივებული პროცედურები, მყარი მაკროეკონომიკური გარემო, სტრატეგიულ-გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. რაც შეეხება, თავის შეხედულებას თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესგარემო საქართველოში უფრო მიმზიდველი გახდეს, მან თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც მთავარია მთავრობა მზადაა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს განვითარებას საქართველოში. ინვესტორთა ასოციაცია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად აქტიურად არის ჩართული, შრომითი და საგადასახადო კოდექსების ცვლილება-გამარტივებასთან დაკავშირებით. ინვესტორთა ასოციაცია სამომავლოდ გეგმავს ხელი შეუწყოს უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და ბიზნეს წარმომადგენლებს დაეხმაროს ბიზნესის განვითარებაში.

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაჯილდოვდა... PDF Print E-mail
Friday, 11 January 2013 06:38

აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტომ 2012 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საუკეთესო პარტნიორთა შორის მოხდა.

 
ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს… PDF Print E-mail
Friday, 11 January 2013 06:24

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. 92 საწოლზე გათვლილ მრავალფუნქციურ კლინიკაში რადიოლოგიური, ანგიოგრაფიული, ქირურგიული, კარდიოლოგიური, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, გულსისხლძარღვთა და ახალშობილთა რეანიმაცია, ლაბორატორიები და რამდენიმე პოლიკლინიკა განთავსდება. მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი ამოქმედების შემდეგ საავადმყოფოში 180 ადამიანი დასაქმდება. კომპანია "სისტემ ინშაათი" მშენებლობის დასრულებას 2013 წლის აპრილისთვის გეგმავს. კლინიკა მართვაში ცნობილ თურქულ კომპანია "მედიკანა გრუპს" გადაეცემა. მშენებარე ობიექტი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს მხარს აქტიურად დაუჭერს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Thursday, 10 January 2013 06:35

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 153

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 31 December 2012 09:45

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 152

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ატარებს საქველმოქმედო აქციას… PDF Print E-mail
Friday, 28 December 2012 14:34

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და წევრი კომპანიები მიმდინარე წლის 28 დეკემბერს უნარშეზღუდულ ბავშვებს ეწვივნენ და დახმარების სახით საჩუქრები გადასცეს. აქციის ფარგლებში, ბავშვები საყოფაცხოვრებო ინვენტარით, მაცივრით, გაზქურით, პერსონალური კომპიუტერით და საბავშვო სათამაშოებით მოამარაგეს. ასოციაცია მზად არის სამომავლოდაც გააგრძელოს საქველმოქმედო აქციები და საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას დახმარება გაუწიოს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 24 December 2012 13:11

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 151

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 17 December 2012 10:20

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 150

 
<< Start < Prev 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 Next > End >>

Page 93 of 122