ამინდი

ვალუტის კურსი

 

შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში… PDF Print E-mail
Saturday, 01 December 2012 06:48

2012 წლის 29 ნოემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრაწევრებთან დახურულ კარს მიღმა, სადაც განხილულ იქნა ბიზნეს გარემოს მიმდინარე მდგომარეობა ქვეყანაში.საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ასევე დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას. შეხვედრა გახსნა პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და ისაუბრა მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე, ისევე როგორც წევრებს შეატყობინა საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. ბიზნესმენებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს სამომავლო გეგმები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად ესაუბრათ მათთვის პრობლემატურ საკითხებზე, რაც ამ ეტაპზე აბრკოლებს ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. განხილულ იქნა უმნიშვნელოვანესი საკითხები უძრავ ქონებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით, საკანომდებლო ცვლილებებთან, განსაკუთრებით კი შრომის კოდექსსა და კონკურენციის კანონის შესახებ. კონკრეტული საკითხების ჩანიშვნის შემდეგ, ფადი ასლი შეხვდება ირაკლი კოვზანაძეს, სადაც განიხილავს ყველა პრობლემატურ თემას, რაც აწუხებს დღეს ბიზნესს.

 
საერთაშორისო სავაჭრო პალატაში გაიმართა შეხვედ... PDF Print E-mail
Friday, 30 November 2012 06:22

2012 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვის უფროსმა და შემსწავლელმა კომისიამ ჩაატარა შეხვედრა ახალ შრომის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაც დაესწრო. კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა იური დოლიძემ წარადგინა ახალი შრომის კოდექსის კანონპროექტი და ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის პირველ შეხედულებებზე საკითხთან დაკავშირებით. ბატონი იურის თქმით, სავაჭრო პალატა კოორდინირებას გაუწევს სამომავლო მოქმედებებს კანონმდებლობის შემქმნელ პირებთან და კომისიას მოუწოდა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში. ნათელია, რომ კანონმდებლობა ევროკავშირის მოდელიდან არის დაკოპირებული და მასში მცირე ცვლილებები შედის. აქედან გამომდინარე კანონში შესული მუხლები შეიცავს არასწორ განმარტებებს. უფრო მეტიც ახალმა კოდექსმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას საქართველოს მაშტაბით დამსაქმებლებს და გამოიწვიოს ბიზნესის დესტაბილიზაცია. კომისია ორ მთავარ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა: 1. კონსულტაციები თამარ კოვზირიძესთან და მოვუწოდებთ პარლამენტს გადადოს კანონის ყოველგვარი ლობირება; 2. შეხვედრები გაიმართოს სოციალური დაცვის და ინტეგრაციის კომიტეტებთან, რათა უკეთ გაეცნონ პროცესის მიღმა ახალ წესებს და ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პოზიციები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 26 November 2012 10:03

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 147

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 20 November 2012 09:23

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 146

 
საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის გაიმართა შეხვედრა... PDF Print E-mail
Thursday, 15 November 2012 11:14

2012 წლის 14 ნოემბერს, ბათუმში სასტუმროში „შერატონი“ გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და რეგიონში მოღვაწე, როგორც ადგილობრივი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ ინვესტორებ შორის.  კონფერენციას საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და წევრი კომპანიები დაესწრნენ. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი თავართქილაძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ, მათ ინვესტორებს გააცნეს ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია ბიზნესის ხელშეუხებლობა და მისი განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს-გარემო, სადაც ყველასთვის იქნება თამაშის საერთო წესი და აღარ იარსებებს ხელოვნური მონოპოლიები. მათ ისაუბრეს კანონმდებლობის გამარტივება–დახვეწაზე, ბიზნესმენებს მოუწოდეს იყვნენ პატიოსანი გადამხდელები სახელმწიფოს წინაშე და მთავრობა ყოველთვის მათი ერთგული იქნება. ,,მე ვფიქრობ რომ დროული და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქმნიან. მათ აქვთ პრობლემები საგადასახადო კანონთან და ადმინისტრირებასთან და ასევე ჯარიმებთან დაკავშირებითაც. ხელისუფლების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სპონტანური არ იქნება.“- აღნიშნა ნოდარ ხადურმა. „ჩვენი სურვილია კონკურენტული გარემოს შექმნა, საუკეთესო პროექტების შერჩევა და მათი დამტკიცება. ასევე ვაცხადებ, რომ არცერთი დაწყებული პროექტი არ შეჩერდება“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიისას რამდენიმე პრობლემატური საკითხი წამოიჭრა. ყველაზე პრობლემატური საკითხი საგადასახადო კოდექსი აღმოჩნდა. ბიზნემენების განმარტებით კოდექსის ინტერპრეტაციას შემოსავლების სამსახური და მეწარმე სხვადასხვანაირად ახდენს. მინისტრის განცხადებით საგადასახადო კანონმდებლობის მოწესრიგებაზე მუშაობა დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ დამსწრე უცხოელ ინვესტორთა უმრავლესობას თურქი ბიზნესმენები  წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში მოღვაწე თურქი ინვესტორების საქმიანობების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ბიზნესმენები დაინტერესდნენ არსებული საკითხით, აღნიშნული  ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებმა ცრუ უწოდეს და განაცხადეს, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნა იყო და იქნება. შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე დაისვა საკითხი  დაკავებული მეწარმეების ამნესტიის შესახებ, რაზედაც მინისტრმა ყველა კონკრეტული საკითხის გადახედვის პირობა დადო და დაინტერესებულ პირებს ოფიციალური წერილით მიმართვა სთხოვა შესაბამის ორგანოებისათვის. ერთ–ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც განიხილეს ეს იყო სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. ბიზნესმენებმა  ბათუმში სამორინეების დახურვის საკითხის დაზუსტება ითხოვეს, რადგან ისინი სამომავლოდ ახალი ინვესტიციების დამატებას გეგმავენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამორინეების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება მსჯელობის, განხილვის და ანალიზის შემდეგ მიიღება.  მთავრობა მზად არის საქართველოში ბიზნესის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა უზრუნველყოს. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლოდ მსგავსი  შეხვედრების ორგანიზების პირობა დადო.

 
შეხვედრა ტრაბზონის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან... PDF Print E-mail
Thursday, 15 November 2012 11:11

2012 წლის 14 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის და ტრაბზონის სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შორის. სტუმრებს წარედნგინათ პრეზენტაცია აჭარაში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავეჯის წარმოების სფეროს. თურქი ბიზნესმენები დაინტერესდნენ ადგილობრივი ავეჯის წარმოებით.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 14 November 2012 08:20

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 145

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Saturday, 03 November 2012 14:08

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 144

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 28 October 2012 14:07

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 143

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Saturday, 20 October 2012 14:02

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 142

 
<< Start < Prev 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 Next > End >>

Page 94 of 121