ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 17 October 2010 13:50

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი #39...

 
შეხვედრა ლატვიელ ბიზნესმენებთან... PDF Print E-mail
Friday, 15 October 2010 12:15

საქართველოში მყოფი ლატვიელი ბიზნესმენები საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ესტუმრნენ. ლატვიის ინვესტორთა სააგენტოს წარმომადგენელი, ნარჩენების გადამუშავების, მეთევზეობისა და მშენებლობის სფეროს წარმომადგენლები აჭარის რეგიონის საინვეტიციო გარემოს გაეცნენ და კონკრეტული ბიზნეს წინადადებები წამოაყენეს, რომლებიც მომავალში დამუშავდება.

ინვესტორთა ასოციაცია გააგრძელებს ლატვიის მხარესთან თანამშრომლობას მათი კონკრეტულ პროექტებში ჩართვის მიზნით.

 
გერმანელ სტუდენტთა ვიზიტი... PDF Print E-mail
Tuesday, 12 October 2010 12:04

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მასპინძლობდა 30 კაციან სტუდენტთა ჯგუფს გერმანიიდან, რომელთა შორის იყვენენ ეკონომიკისა და გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. გერმანელებმა დაათვალიერეს აჭარის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ქ. ბათუმის განვითარებისა და მოდერნიზაციის გეგმას. სტუმრებმა მოინახულეს ბათუმის სამკერვალო ფაბრიკა “ბათუმიტექსი”. აჭარის რეგიონში ორი დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ გერმანელთა ჯგუფი სამშობლოში გაემგზავრა.

 
შეხვედრა სარფის საბაჟოზე... PDF Print E-mail
Tuesday, 12 October 2010 11:47

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს სარფის საბაჟოზე. შეხვედრაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ლევან ვარშალომიძე, აჭარის საბაჟოს და საპატრულო სამსახურების ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, ხოლო თურქეთის მხრიდან ართვინის გუბერნატორი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ, თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ხოფისა და არხავის გამგებლები და თურქეთის სარფის საბაჟოს უფლებამოსილი პირები. სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და ქობულეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ გადამზიდველებს, რამაც ტრაიელერების დიდი რიგები გამოიწვია სარფის თურქეთის მხარეს. პრობლემების მოგვარება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ხელს უშლის გადამზიდველებს, მძღოლებს უხდებათ რიგში დგომა, ხოლო საქართველოს მხარეს ფირმებს უგვიანდებათ დაკვეთების დროულად მიღება. პრობლემის დროულად გადაწყვეტისათვის ადგილზე დაისახა გზები და რამოდენიმე დღეში საზღვარზე რიგები აღარ იქნება. ტრაიელერები ადრე არსებული ტემპით იქნება საქართველოს მხარის მიერ მიღებული და გზების რეაბილიტაციის მიმდინარეობის საათებში ისინი გაჩერდებიან ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ხოლო თავისუფალ საათებში გზას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 11 October 2010 17:39

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 38...

 
ჩაღლა ელექტროობის ჯგუფი საქართველოში შემოვიდა... PDF Print E-mail
Friday, 08 October 2010 06:28

ელექტროობისა და მექანიკის კომპანია “ჩაღლამ” ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დაარსა. აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათი საქმიანობიდან ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია შეიძლება კმაროდეს.

კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტრო კომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის.

კომპანიამ უკვე ბათუმის განათების, პარკირებისა და სხვა კონკრეტული პროექტების დამუშავება დაიწყო. ოქტომბრის თვის ბოლოს იგეგმება ფრანგულ-თურქული ერთობლივი პრეზენტაციის მოწყობა ქ. ბათუმში.

კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარნმოებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მათი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ასოციაციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა ქართულ-გერმანულ ბიზნესს ფორუმში... PDF Print E-mail
Thursday, 30 September 2010 12:17

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისში სასტუმრო რადისონ-ივერიაში ჩატარდა  ქართულ-გერმანული ბიზნესს ფორუმი, რომელსაც ორგანიზებას უწევდა გერმანიის განვითარებისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროს თანადგომით გერმანელ ბიზნესმენთა ასოციაცია და გერმანიის საელჩო. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ ფორუმზე ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანელ კომპანიებთან გაცნობისა და ორმხრივი კავშირების დამყარების მიზნით. ამ ჩარჩოში გაიმართა შეხვედრა გერმანიის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიასთან GTAI-სთან (Germany Trade and Invest GmbH). აღნიშნული კომპანია შეიქმნა 2004 წლის 1 იანვარს, რომელიც არის გერმანიის ახალი საერთაშორისო ვაჭრობისა და  შიდა ინვესტიციების სააგენტო. მისი მისიაა ხელი შეუწყოს გერმანიაში ტექნოლოგიურ და სამრეწველო ინვესტიციების მოზიდვას. ორგანიზაცია უცხოურ კომპანიებს ურჩევს გაზარდონ თავიანთი საქმიანობის არეალი გერმანიის ბაზარზე, გერმანული კომპანიებისათვის კი უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციას, რათა მათ შეეძლოთ უცხოური ბაზრის უკეთ ათვისება. გერმანიის სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს ყოვლისმომცველი და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკური და სამრეწველო მონაცემები, ასევე უცხოური ბიზნესს წინადადებები, განვითარებისა და საინვესტიციო პროექტები, საკანონმდებლო და საბაჟო დებულებები.

 
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სემინარი სურსათის უვნებლობისა და კორპორაციული მართვის საკითხებზე... PDF Print E-mail
Thursday, 30 September 2010 07:22

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ატარებს სემინარებს შემდეგ საკითხებზე:

სურსათის უვნებლობის საკითხები; HACCP სისტემის უპირატესობები - ხუთშაბათს, 30 სექტებერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი). სემინარში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური.

კორპორაციული მართვა საქართველოს კომპანიებისთვის – პარასკევს, 1 ოქტომბერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი).

მონაწილეობა ორივე სემინარში უფასოა. სემინარები გაიმართება სასტუმრო შერატონში (მეორე სართული).

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს თავის წევრებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ სემინარებში.

 
შეხვედრა უკრაინელ ბიზნესმენებთან... PDF Print E-mail
Thursday, 23 September 2010 08:00

ამა წლის 22 სექტემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრობდა უკრაინელი ინვესტორები ხერსონის რეგიონიდან, რომელნიც  7 კაციანი დელეგაციით თავიანთი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ ბათუმს და მართავდნენ შეხვედრებს უფლებამოსილ პირებთან. შეხვედრაზე ინვესტორები გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, გაესაუბრნენ ასოციაციის წევრებს და წარმოადგინეს მათი ბიზნეს წინადადებები, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავენ ბათუმში მომავალში. ბიზნესმენება აღნიშნეს, რომ 5 ოქტომბერს ხერსონში იმართება ბიზნეს ფორუმი, სადაც მიიწვიეს აჭარის ა/რ მთვარობისა და მერიის წარმომადგენლები, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მისი წევრები.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გერმანელ ჟურნალისტებს მასპინძლობდა... PDF Print E-mail
Tuesday, 21 September 2010 12:30

მიმდინარე წლის 14-დან 25 სექტემბრამდე საქართველოში იმყოფება 25 კაციანი დელეგაცია გერმანიიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ცენტრალური და რეგიონალური ტელევიზიების, რადიოსა და პრესის 17 ჟურნალისტი, ოთხი გერმანელი სხვადასხვა ფონდის წარმომადგენელი და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც შემდეგ გააცნობენ გერმანიის მოქალაქეებს. 20-21 სექტემბერს დელეგაცია იმყოფებოდა აჭარაში . ბათუმში. მათ მეგზურობასა და ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებას უწევდა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ჟურნალისტები გაეცნენ BTM-ის სამკერვალო ფაბრიკას, დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები და კატერით გაისეირნეს ბათუმის ზღვის აკვატორიაში. საქართველოში არსებული პროცესების გაცნობის, ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და მისი საზღვარგარეთ წარმოჩენის თვალსაზრისით მსგავსი ვიზიტები ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 114 of 121