ამინდი

ვალუტის კურსი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ბიზნესს სექტორის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია ასოციაციას სტუმრობდა... PDF Print E-mail
Thursday, 26 August 2010 13:03

პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ბიზნესს სექტორის დაცვის საკითხებში ბ-ნი გიორგი პერტაია სხვადასხვა საკითხების განხილვისა და ღრმად შესწავლის მიზნით სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა ბათუმში და შეხვედრა გამართა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებთან და ექსპორტიორებთან. მიმდინარე წლის 9 აგვსიტოს  ასოციაციის ოფისში გამართული შეხვედრის დროს დასმულ საკითხთა ირგვლივ მიმდინარე მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ინვესტორებსა და ექსპორტიორებს, რომელთაც საშუალება ქონდათ დაესვათ საკითხები, როგორც საერთო ხასიათის ასევე კერძოდ მათი წარმოებისათვის აქტუალური პრობლემები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტიორთა  საკითხების განხილვისა და მოგვარების მიზნით, რათა მათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა. ამ თვალსაზრისით გიორგი პერტაიამ ცალ-ცალკე გაესაუბრა დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტიორ ფირმებთა წარმომადგენლებს და დახმარება აღუთქვა საკითხების დეტალურად შესწავლასა და გადაწყვეტაში. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ციტრუსების გატანის სეზონისათვის მზადება და მთავრობის მხრიდან აქტიური ქმედებები ექსპორტიორებმა დადებითად აღიქვეს და მათ მიერ წერილობით  დასმულ საკითხთა გადაწყვეტის იმედი მიეცა.

 
თურქეთის ტურიზმის ინვესტორთა ასოციაცია ბათუმს სტუმრობდა... PDF Print E-mail
Monday, 23 August 2010 16:39

მიმდინარე წლის 21–22 აგვისტოს ბათუმს სტუმრობდა ტურ იზმის ინვესტორთა ასოციაციის „TYD“-ის 14 კაციანი ჯგუფი თურქეთიდან. სტუმრები მიიღო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემლევან ვარშალომიძემ, სადაც განხილული იქნა ტურიზმის დარგში თურქული ინვესტიციების გაზრდის პერსპექტივები. დელეგაციის წევრები მიიღო და საქართველოს ტურიზმის განვითარების გეგმაზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ინვესტორთა ასოციაცია აქტიურად მონაწილეობდა „TYD“–ის დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში და მჭიდრო  კავშირებს ამყარებს იგი ტურიზმის ინვესტორთა ასოციაციასთან კონკრეტული პროექტების განხილვის მიზნით ბიზნესმენთა დასაინტერესებლად. თურქეთის ტურიზმის ინვესტორთა ასოციაცია „TYD“ შეიქმნა 1988 წელს. იგი აერთიანებს ასობით ინვესტორს, რომელებიც ტურიზმის დარგში მოღვაწეობენ. თურქეთი მსოფლიოში ტურიზმის წამყვანი ქვეყანაა და იგი მერვე ადგილზე იმყოფება. ამ დარგს ემსახურება სასტუმროები 250 ათასი საწოლით, 25 ათას ადგილით ავიაცია, 8 ათასი მარინა–იახტ ტევადობის ნავმისადგომებით, დასაქმებულია 400 ათასი კაცი, წლიურად იღებს 27 მილიონ ტურისტს და 23 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს ქვეყანას. აღნიშნული დარგის წარმომადგენელ ასოციაციასთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ტურიზმის წარმატებული განვითარებისათვის.

 
გზათსარგებლობის საფასურად 200 ლარი განისაზღვრა... PDF Print E-mail
Monday, 23 August 2010 16:38

გზათსარგებლობის საფასურად მთავრობამ 200 ლარი განსაზღვრა. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც უკვე ძალაშია, გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს.
დადგენილებაში ასევე გაწერილია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის პროცედურა. კერძოდ, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას თუ ტვირთების გადაზიდვისას, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების -ტრაქტორების, უნაგირა საწევარების, ტვირთების გადამზიდავ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებების მიკროავტობუსების გარდა, სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების -ავარიულ სატვირთო ავტომობილების, ავტოამწეების, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებების, ავტობეტონსარევების, გზების დასუფთავების ავტომობილების, სარწყავ-სარეცხი ავტომობილების, ავტოსახელოსნოების და რენტგენული დანადგარების მქონე ავტომობილების მფლობელი თუ მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე ბანკში გზათსარგებლობის საფასური -200 ლარი გადაიხადოს.
ასევე, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სავალდებულო წესით წერილობითი ფორმით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას.
დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება თუ ტვირთის გადაზიდვა.
იმ შემთხვევაში კი, თუ მძღოლი ამ წესს დაარღვევს, მას დააჯარიმებენ 600 ლარის ოდენობით.
დადგენილებაში ასევე განსაზღრულია გზათსარგებლობის საფასურისგან გათავისუფლების პირობაც. კერძოდ, გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით ახორციელებს.
გზათსარგებლობის საფასურის შემოღების მიზნად მთავრობამ განახლებული გზების შენახვა დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება კი პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა

 
აშშ-საქართველოს ბიზნეს სამიტი... PDF Print E-mail
Monday, 23 August 2010 08:15

ამა წლის 8-9 სექტემბერს თბილისი-მარიოტში აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიერ გაიმართება რიგით მეორე აშშ-საქართველოს ბიზნესს სამიტი თბილისში არსებული აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით. ბიზნესს სამიტის მიზანია აშშ-სა და საქართველოს კომპანიებს შორის ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობა.

სამიტის მონაწილეებს შეუძლიათ იხილონ:

·         8 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე იქნება წარმოდგენილი ბოლო ინფორმაცია იმ ამერიკული კომპანიების მაგალითებზე, რომლებაც წარმატებით განახოციელეს ბიზნესი საქართველოში და იმ ქართული კომპანიების გამოცდილების მაგალითზე, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ს წარმატებულ ამხანაგობებში. პარალელურად განიხილება ინფრასტრუქტურა, ფინანსური რესურსები, თანამშრომლობის საუკეთესო პრესპექტივები, რომელიც მოიცავს ფრანჩაიზინგს, ტურიზმს, სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვას.

·         9 სეტემბერს გაიმართება პირისპირ შეხვედრა მონაწილისა და მის მიერ არჩეული სამიტის სპიკერს შორის, რომელიც გაგრძელდება ნახევარი დღე (იხილეთ დეტალები სარეგისტრაციო ფორმაში).

·         რეკომენდაციები და რჩევები უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციისა და აშშ-ს ექსპორტ-იმპორტის ბანკისაგან თუ როგორ ვისარგებლოთ აშშ-ს მთავრობის პროგრამით იმისათვის რომ ვაწამოოთ ბიზნესი საქართველოში.

·         აშშ-ს ელჩი საქართველოში და საქართველოს ელჩი აშშ-ში მონაწილეობას მიიღებენ სამიტში.

·         ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

რეგისტრაცია

ბიზნეს სამიტზე დასასწრებათ განსაზღვრულია სარეგისტრაციო გადასახადი 50 აშშ დოლარის (90 ლარი) ოდენობით. აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის სახელით რეგისტრაციას ახორციელებს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. რეგისტრაციის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს www.amcham.ge/Summit%20registration%20form%20with%20bios.pdf

კითხვები?

გთხოვთ დაუკავშირდეთ Ellen House ტელ: 202-482-0360 ან მაილით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 
შეხვედრა საბაჟოს ხელმძღვანელობასთან... PDF Print E-mail
Tuesday, 17 August 2010 14:15

საქართველოს საერთაშიროსო ინვესტორთა ასოციაცია განაგრძობს ურთიერთობების გაღრმავებას საბაჟო სამსახურების კომპეტენტურ და უფლებამოსილ პირებთან, რათა მიღებულ იქნას სრული ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ბიზნესმენებს დამატებით მიეცეთ ახსნა-განმარტებები კანონმდებლობასთან მიმართებაში. შეხვედრებზე განიხილება ის საკითხები, რომელიც აწუხებთ ინვესტორებს.

17 აგვისტოს შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. “საბაჟოს ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმი” იყო. რომელიც ტექსტილის დარგში მომუშავე ფირმებს აწუხებთ. გამოსავლიანობის ნორმის დადგენა და ნარჩენების მიმართ არსებული პროცედურები, ექსპერტის დასკვნა, ნარჩენების ჩამოწერა-განადგურების პროცესი და აქტის შედგენა, საქონლის გადამუშავების ვადები, საბაჟოს ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს კონტროლის პრობლემა და სირთულეები, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების განბაჟების უფლება სასაზღვრო პუნქტებში, საბანკო გარანტიების წარდგენა - ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ამომწურავი ინფორმაცია გასცა აჭარის რეგიონალური შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების ჯგუფის უფროსმა ბ-ნ მიხეილ ქავთარაძემ. საქართველოს საერთაშიროსო ინვესტორთა ასოციაცია გეგმავს უახლოეს მომავალში საბაჟოს უფლებამოსილი პირებისა და ბიზნესმენების პირდაპირი შეხვედრების მოწყობას.

 
შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან... PDF Print E-mail
Sunday, 15 August 2010 07:24

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის ოფისს სტუმრობდა ბიზნესმენები თურქეთიდან– ოზგურ ქემალი ისტამბულის ბაზრის მეპატრონე, რეჯაი დელიბაშიოღლუ სტამბოლში ართვინელთა დიასპორის პრეზიდენტი და მისი მოადგილე მეჰმეთ კოქსალი. ბიზნესმენების ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეზმი აქშაჰინთან და ასოციაციის გენერალურ მდივან თამაზ შავაძესთან შეხვედრისას ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ 4–5 სექტემბერს ისინი კვლავ ეწვევიან აჭარას გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად.

 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ... PDF Print E-mail
Wednesday, 11 August 2010 13:50

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება No 3489–ის თანახმად 2010 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და დამატებები, გარდა პირველი მუხლის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 ნაწილებისა და 41-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან.

ეს ცვლილებები და დამატებები ასევე მოიცავს ჯარიმებისა და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო გადასახადის გაზრდას, რომლის ხელმეორედ გადახედვა მოხდება შემოდგომაზე, ხოლო საბოლოო სახე ძალაში შევა 2011 წლის 1 იანვრიდან.

დაწვრილებით...

 
ბათუმში ახალი თევზის რეტორანი გაიხსნა... PDF Print E-mail
Tuesday, 10 August 2010 12:08

ბათუმში არდაგანის ტბასთან ახალი თევზის რესტორანი Grand Grill-ი გაიხსნა. მასში უმაღლესი მომსახურებით ათობით სახეობის თევზის კერძებს სთავაზობენ. Grand Grill-ი აფართოებს თავისი რესტორნების ქსელის არეალს ბათუმში. რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა Grand Grill-ის რესტორანი, სადაც 40-მდე სახეობის ქაბაბს სთავაზობენ კლიენტებს. ამჟამად თევზის მრავალი კერძებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით მომუშავე ახალი რესტორანი ნამდვილად კარგი შენაძენია ზღვისპირა ქალაქ ბათუმისათვის. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს თავის წევრს ბ-ნ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს კიდევ ერთი პროექტის წარმატებით დასრულებას.

 
ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები 14,5 მილიონ დოლარად იყიდება... PDF Print E-mail
Tuesday, 10 August 2010 06:22

ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბათუმის ნავთობაგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები: 01-ფარდული, 02-ტუალეტი, 03-სატუმბო ფარდული, 04-ადმინისტრაციული, 05-სატრანსფორმატორო, 06-სატუმბო სადგური, 07-სასადილო, 08-ავტოჩამომსხმელი წერტილი, 09-საოპერატორო (გაუქმებული), 10-ადმინისტრაციული საოპერატორო, 11-სატუმბო ფარდული, 12-სატუმბო ფარდული, 13-სატუმბო ფარდული, 14-საწყობ-სახელოსნო, 15-სატრანსფორმატორო, 16-ფარდული, 17-სატუმბო ფარდული, 18-ტუალეტი, 19-სატუმბო ფარდული (გაუქმებული), 20-საოპერატორო, 21-ნავთობდამჭერი რეზერვუარები, 1-დან 46-ის ჩათვლით ნავთობის რეზერვუარები, 47-ე ტექნიკური წყლის რეზერვუარი და მათზე დამაგრებული 232607 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი (საერთო ფართი-948,9 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 1541 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი №1-საოპერაციო, №2-სატრანსფორმატორო, №3-სატუმბი ფარდული, №4-ნავთობდამჭერი, №5-ნავთობდამჭერი და მათზე დამაგრებული 14943 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი №1-ფარდული, №2-საოპერაციო ესტაკადა და მათზე დამაგრებული 4470 კვ.მ. მიწის ფართი; 987 კვ.მ. მიწის ფართი; №1 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი – 174,80 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 40500 კვ.მ. მიწის ფართი; 3585 კვ.მ. მიწის ფართი; ტექნიკური წყლის მილსადენი (სიგრძე 4455,46 მ; ხაზოვანი ნაგებობა კაშხალი (სიგრძე 409 მ.) რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე 214,99 მ); მილსადენი (სიგრძე 7655,19 მ.); რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე 904,5 მ); მილსადენი (ნავთობსადენები: 1. დიამეტრი-250მმ. სიგრძე-1259,4 მეტრი(ნავთობის); 2. დიამეტრი-300მმ. სიგრძე-2283.2 მეტრი(ბენზინის); 3. დიამეტრი-300მმ. სიგრძე-3478,4 მეტრი(ნავთობის), სიგრძე-7021 მ; რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე-185 მ.); რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე-185 მ.)

დეტალური ინფორმაცია...

 
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნეს ინტერესების დაცვის საკითხებში ბ-ნ გიორგი პერტაიასთან... PDF Print E-mail
Monday, 09 August 2010 15:06

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა ინვესტორების პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნესის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაიასთან. შეხვედრაზე ბ-ნი გიორგი გაეცნო ინვესტორთა ასოციაციის საქმიანობას, პირადად მოუსმინა ინვესტორებს და გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთ საქმიანობაში. ინვესტორებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც თხოვენ საქართველოს მთავრობას. მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფების გადახედვა და საბაჟოსთან მიმართებაში არსებული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ასევე მწვავედ დაისვა საკითხი საფინანსო პოლიციასა და პროკურატურასთან ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და კონკრეტულად მოყვანილი იქნა მაგალითები, რომლებიც უკვე არა ერთია და დიდად ლახავს საქართველოს საინვეტიციო იმიჯს. ბ-ნი გიორგი პერტაია მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატაში, USID-ისა და ევროკავშირის პროექტებში, დამთავრებული აქვს დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და მუშაობდა ვაშინგტონში კომპანია HAMILTON-ში. ის კარგად იცნობს ბიზნესს და ენერგიულად ცდილობს მათი საკითხების მოგვარებას. ამდენად ინვესტორები დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ მათი პრობლემები მიტანილი იქნება პრემიერ-მინისტრამდე და დროულად გადაწყდება. გიორგი პერტაიამ ინვესტორებს განუცხადა, რომ ყოველი პრობლემა რომელიც დაისმება იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ძალიან მოკლე ვადებში იქნება განხილული და გადაწყვეტილი. “მე გაძლევთ გარანტიას იმისას, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხი იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს. დაკავშირებისათვის ისარგებლეთ მობილური ტელეფონით, E-მაილით, საიტზე განთავსებული ფორმით. თქვენი სურვილის შემთხვევაში ანონიმურობაც იქნება დაცული” - განაცხადა გიორგი პერტაიამ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია წერილობით მიაწვდის მთავარ მრჩეველს იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც სურთ ინვესტორებს.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 116 of 122