ამინდი

ვალუტის კურსი

 

შეხვედრა... PDF Print E-mail
Saturday, 31 July 2010 10:55

ამა წლის 31 ივლისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო კონსორციუმის თავმჯდომარესთან ბატონ ილია ტანოურთან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემოდგომ ილია ტანოურმა ასოციაციის წევრებს შესთავაზა დახმარება და თანადგომა ტექნოლოგიების საკითხში. შეხვერდა მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა და მომავალში მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას გვპირდება.

 
შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში... PDF Print E-mail
Friday, 30 July 2010 11:40

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბათუმში სამშენებლო საქმიანობით. ინვესტორები გაეცნენ აჭარში სამშენებლო ბიზნესის განვითარების ტენდენციებს, საგადასახადო კანონმდებლობასა და საინვესტიციო გარემოს. დელეგაციის ხელმძღვანელის მეჰმეთ არდანუჩის განცხადებით, აჭარაში არსებულმა საინვესტიციო გარემომ შთამბეჭდავი ზეგავლენა მოახდინა მათზე. ბიზნესმენები უკვე აწარმოებენ კონკრეტულ მოლაპარაკებას და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტირებას კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

 
შეხვედრა ფრანგ ინვესტორთან... PDF Print E-mail
Thursday, 29 July 2010 09:23

ამა წლის 29 ივლისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვდერა ფრანგ ინვესტორთან იან იჩბიასთან, რომლიც გეგმავს ფრანგული რესტორნის და სასტუმროს აშენებას ქობულეთსა და კვარიათში. ინვესტორი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონ თამაზ შავაძემ მიიღო. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა. ფრანგული რესტორნისა და სასტუმროს მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება და რეგიონს შეემატება კიდევ ერთი სასტუმრო და კვების ობიექტი ფნარგული რესტორნის სახით სახელად “პარიზი-ქობულეთი”.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში, რომელიც ეძღვნებოდა აშშ-ს იმპორტის სტანდარტებს იმ პროდუქტებზე, რომელზეც ვრცელდება GSP... PDF Print E-mail
Tuesday, 27 July 2010 07:39

2010 წლის ივლისში სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამ-ით CLDP შესაბამისი სამთავრობო, სავაჭრო ასოციაციებისა და მწარმოებელი კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარებ, სექტორული შეხვედრებ და საიტ-ვიზიტებთბილისში, ქუთაისსა და ბათუმში თემაზე „როგორ გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში და როგორ დავაკმაყოფილოთ აშშ-ს იმპორტის სტანდარტები და მოთხოვნები“.

26 ივლისს . ბათუმში სასტუმრო შერატონში გამართულ სემინარზე პროგრამის მომხსენებლებ წარმოადგენდნენ აშშ–ს ვაჭრობის წარმომადგენლობით ოფისს (USTR), აშშ-ს საკვები პროდუქციის და წამლის ადმინისტრაციას (FDA), აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა და მცენარეთა უვნებლობის ინსპექციის სამსახურს (USDA/APHIS), ალკოჰოლის და თამბაქოს გადასახადის და ვაჭრობის ბიუროს (TTB), აშშ–ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვასა (CBP) და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს.

პროექტის მიზანი იყო:

1. პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის ბიზნესისადმი, რათა ამ უკანასკნელთ შეეძოთ აშშ-ში არსებულ საბაზრო შესაძლებლობებში გარკვევა და ამ გზით საკუთარი პროდუქციის ექსპორტის გაზრდა.

2. საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლების ცოდნის დონის გაზრდა აშშ-ს მთავრობის საიმპორტო (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. საქართველოს მთავრობის და ექსპორტიორი კერძო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობათა ზრდა სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP) გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საქმეში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საჭიროებების შეფასების კვლევის მიხედვით, 2009 წლის დასაწყისში ქართული პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტის 22 პროცენტით შემცირება იყო ნავარაუდევი. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2009 წელს საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში სულ რაღაც 37 მილიონი დოლარი (საერთო ექსპორტის 3%) შეადგინა და შეიცავდა სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში (GSP) შემავალი 3400 პროდუქტიდან მხოლოდ 9-ს. სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური აქტივობის 16 პროცენტს შეადგენს, პროდუქციის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზაა სხვა ქვეყნებში გასატანად. სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში (GSP) შემავალი პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის გაზრდა შესაძლებელია ტექნიკური დახმარების მეშვეობით, რაც გულისხმობს საქართველოს ექსპორტიორთა ცოდნის გაღრმავებას, რათა მათ უკეთ შეძლონ საკვები პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის სტანდარტების მოთხოვნების შესრულება და აითვისონ GSP-ით გათვალისწინებული საექსპორტო შეღავათები.

 
შეხვედრა... PDF Print E-mail
Friday, 23 July 2010 12:24

საფრანგეთის სავაჭრო ატაშე დანიელ ფატათი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა ფრანგ ბიზნესმენთა საბჭოს კავკასიის კოორდინატორი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ასოციაციის თავმდჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლოღლუმ მათ გააცნო ასოციაციის სტრუქტურა, ძირითადი მიზნები, ხედვები და ამოცანები. სტუმრები აჭარაში მთავრობის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ასოციაციის საქმიანობით დაინტერესდენ. მათ კმაყოფილება გამოთქვეს აჭარაში ინვესტორთა წარმატებული საქმიანობისა და კარგი საინვესტიციო გარემოს გამო.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა… PDF Print E-mail
Thursday, 22 July 2010 12:52

მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიმართა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა ასოციაციის ფინანსური მდგომარეობა და შემოწმებული იქნა მიმდინარე წლის ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური მდგომარეობისა და უფრო წარმატებული მუშაობის განხორციელების მიზნით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და შენიშვნები შეიტანეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯდომარემ ბატონმა ლევან შერვაშიძემ და საბჭოს წევრმა ილქერ დინდარმა.

 
„ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“... PDF Print E-mail
Friday, 16 July 2010 12:48

მსოფლიო ბანკის (World Bank) მოხსენება „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“-ის (Investing Across Borders 2010) მიხედვით, საქართველო, მსოფლიო 87 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო, უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უცხოური კომპანიის მიმართ. საქართველოში უცხოური ბიზნესის წამოწყებისთვის მხოლოდ 4 პროცედურა და 4 დღეა საჭირო. საქართველოში მსოფლიოს ქვეყნებიდან ყველაზე სწრაფად ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) შექმნა. უცხოურ კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ რეჟიმში შეავსოს რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები და მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ქვეყანაში კომპანიებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში გახსნან. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიისათვის. საქართველოში ბიზნესის წამოწყება კომპანიას 1 კვირაზე ცოტა დროში (4 დღეში) შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში საჭიროებს 33 დღეს, რუსეთში - 31 დღეს, საბერძნეთში - 22 დღეს, ბულგარეთში - 20 დღეს, სომხეთში - 18 დღეს, თურქეთში - 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს მოითხოვს ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე). 2008 წელს მიღებული კანონით, ქ. თბილისში, მიწის ფლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო საკითხები ძალიან გამარტივდა და დაჩქარდა. მიწის, როგორც იჯარით აღება, ასევე, ყიდვაა შესაძლებელი და ამ კუთხით, არ არსებობს შეზღუდვა მიწის ფართობთან დაკავშირებით. მიწის იჯარით აღებისათვის, საქართველოში, 1 კვირაა საჭირო, მაშინ, როდესაც პოლონეთში აღნიშნული პროცედურა 5 თვეს საჭიროებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემა საქართველოში 50 დღეშია შესაძლებელი, ხოლო ბულგარეთში, თითქმის 1 წლამდე (351 დღე) ხანგრძლივდება. მსოფლიო ბანკის კვლევა „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ აანალიზებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.

იხილეთ სტატისტიკა...


 

 
მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები PDF Print E-mail
Friday, 16 July 2010 09:04

სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები
საქართველოს მთავრობის დადგენილება No96
2010 წლის 30 მარტი


#

მომსახურებისსახე

მომსახურებისვადა

მომსახურე-ბისტარიფი (დღგ-ისჩათვლით)

1

აზარტული და მომგებიანი თა­მაშობის მოწყობის ნე­ბა­რ­თვების გაცემა

20 სამუშაო  დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო
150 ლარი
300 ლარი
1 000 ლარი

2

პირადი საგადასახადო აგენ­­ტის მომსახურება

 

6 თვე

 

2 000 ლარი

3

მნიშვნელოვანი ქონებით უზ­რუნ­ველყოფილ პირზე რეზიდენტო­ბის შესახებ ცნობის დაჩქარებუ­ლი წე­სით გაცემა

 

2 სამუშაო დღეზე მეტი

2 სამუშაო დღე

 

უფასო

 

30 ლარი

4

გადასახადის გადამხდე­ლის სა­ბა­ნ­კო ანგარიშების შესახებ ცნო­­ბის გაცემა

3 სამუშაო დღეზე მეტი
3 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი
20  ლარი

5

არქივიდან 3 თვემდე პერიო­დი­სათვის ყოველთვიური დეკლარა­ციისა და მისი დანართების ასლების გა­ცე­მა

1 თვე
10 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე

უფასო
50 ლარი
150  ლარი

6

არქივიდან 3-დან 6 თვემდე პე­რიოდისათვის ყოველ­თვიური დე­კ­ლა­რაციისა და მისი დანარ­თე­ბის ასლების გაცემა

1 თვე
10 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე

უფასო
100 ლარი
250  ლარი

7

არქივიდან 6 თვიდან 1 წლამ­დე პე­რიოდისათვის ყოველთვიური დე­კ­ლარა­ცი­ის ასლის გაცემა

1 თვე
10 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე

უფასო
150 ლარი
350  ლარი

8

არქივიდან 1 წელზე მეტი პე­რიოდისათვის ყოველ­თვი­ური დე­კლარაციის ას­ლის გაცემა

1 თვე
10 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე

უფასო
250 ლარი
500  ლარი

9

არქივიდან წლიური დეკ­ლა­რა­ციის ასლის გაცემა 1 საანგარი­შო პერიოდი­სათვის

1 თვე
10 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე

უფასო
50 ლარი
150  ლარი

10

გადამხდელის ინიციატივით არა­გეგმური საგადასახადო შემოწ­მე­ბის ჩატარება

 

1 000 000-მდე წლიური ბრუ­ნ­ვის მქონე პირე­ბისათ­ვის _ 10 000 ლარი;
1 000 000-ზე მეტი წლი­ური ბრუნვის მქონე პირე­ბისათ­ვის _ 30 000 ლარი

11

საბაჟო საწყობის საქმია­ნობის, თავისუფალი სა­წყო­ბის საქმია­ნობის, უბა­ჟო ვაჭრობის პუნქტის საქ­მიანობის ნებართვის დაჩ­ქა­­რე­ბული წესით გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

უფასო

ყოველ კვად­რა­ტულ მეტ­რზე 0.1 ლა­რი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერ­ვუა­რის ერთ კუ­ბურ მეტრზე 0.05 ლარი,  მაგრამ არა­ნაკლებ 100 ლა­რისა;
და­ხურული საწ­ყობის შემთხვე­ვაში საწყისი კო­ეფიციენტი ნა­­ხევრდება;
10 დღეზე უფ­რო დაჩ­ქარე­ბულ ვადაზე, თითო­ე­ულ დაჩქა­რე­ბულ დღეზე, საწყობის კოე­ფიციენტს ემა­ტება 0.05 ლარი

12

წარმოშობის სერტიფიკა­ტის დაჩ­ქა­რებული წესით გაცემა

 

2 სამუშაო დღეზე მეტი
2 დღე
4–8 საათი
1–3 სთ-მდე

 

უფასო

40 ლარი
100 ლარი
150 ლარი

13

 

საფოსტო გზავნილის მი­მართ სა­ბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცი­ელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მი­ტანა

 

კილოგრამზე
1 ლარი, მაგრამ არა- ნაკლებ 30 ლარისა

14

 

მსუბუქი ავტომანქანის მი­მართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცი­ელე­ბა და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

 

500 ლარი

15

გემის სანიტარიული კონ­ტრო­­ლისაგან გათავისუფ­ლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩა­ტა­რების მოწ­მობის გაცემა

1 სამუშაო დღე

1 სა­მუ­შაო დღეზე  მეტი

400 ლარი

200 ლარი

16

`TIR~ წიგნაკით საქონლის გა­და­ზიდვისთვის სატრან­სპორტო სა­შუალების დაშ­ვების მოწმობის გაცემა

4 საათი
1 დღე
1 დღეზე მეტი

400 ლარი
300 ლარი
200 ლარი

17

საფოსტო გზავნილით გა­და­ადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდი) მი­მართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცი­ელე­ბა და მიმღების მიერ და­სა­ხელებულ ადგილზე მი­ტა­ნა

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, მაგრამ არა- ნაკლებ 10 ლარისა

18

საგარეო ეკონომიკური საქ­მიანობის ეროვნული სასა­ქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზი­ცი­­ებით გათვალისწი­ნებუ­ლი მექანიკური სატრან­სპორ­ტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშა­ვების ოპერაციის განხორ­ცი­ელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება (არა უმეტეს 45 კალენდარული დღით, საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე)

 

არა უმეტეს 5 კალენდა-რული დღის ვადით _ ყოველ კალენდა-რულ დღეზე 20 ლარი;
5 კალენდა­რულ დღეზე მეტი ვადით _ 100 ლარს + ყოველ კალენდა-
რულ დღეზე 10 ლარი

19

საგადასახადო ორგანოს წი­­­ნასწარი დასკვნა სა­გადასახადო კანონ­მდებ­ლო­ბის გამოყე­ნებას­თან და­კავშირებით

10 სამუშაო დღეზე მეტი

 

 

 

 

10 სამუშაო დღე

1 000 000 ლა­რ­ზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირე­ბისათვის _ 10 000 ლარი;
სხვა პირები­სათვის _ 5000 ლარი.
1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირე­ბისათვის _ 30 000 ლარი;
სხვა პირე­ბისათვის _
15 000 ლარი

20

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის აქ­ტის შედგენაში შემოსავ­ლების სამსახურის წარმო­მადგენლის მონაწილეობა

 

სააღრიცხვო ღირებულე-ბის 5%, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ 300 და არა უმე­ტეს 1 000 ლარისა.~.

 
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში წარმოშობის სერთიფიკატის გაცემა განახლდა... PDF Print E-mail
Friday, 09 July 2010 12:18

საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკმებრის No-890 და No-1-1/2978 ერთობლივი ბრძანების თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება მიეცა განაახლოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა.

თუ 2008 წლის 1 აგვისტომდე პალატა გასცემდა მხოლოდ საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატს, აღნიშნული ბრძანებით, მას უფლება მიეცა დამატებით გასცეს კიდევ სამი სერტიფიკატი:

1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;

2. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა "A";

3. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR 1.

პალატას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სერტიფიკატების გაცემისა, რაც იმის გარანტიაა, რომ ჩვენი მომსახურება იქნება ოპერატიული, მაღალხარისხიანი და გაცილებით შეღავათიანი.

პალატის მერ სერტიფიკატის გაცემის ვადა და მოსმახურების ტარიფი (დღგ- ჩათვლით) განისაზღვრა შემდეგი სახით:

- თუ სერტიფიკატის გაცემას დასჭირდა 2 სამუშაო დღეზე მეტიუფასო;

-  2 დღე – 20 ლარი;

-  4-8 საათი – 50 ლარი;

-  1-3 საათამდე – 75 ლარი.

 
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ისახავს მიზნად... PDF Print E-mail
Wednesday, 07 July 2010 13:30

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ისახავს მიზნად. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმვა-მშენებლობაზე კორპორაციას ინტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული. კონსულტანტმა უნდა განახორციელოს საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობის შესწავლა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების ფინანსირების მოთხოვნებს. კერძოდ, ბაზრის ანალიზს, მომარაგების საშუალებების დადგენას, წარმოებული ნავთობ-პროდუქტების მოცულობის დადგენას, სარგებლისა და დანახარჯების შეფასებას, ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზს, რისკების ანალიზს, ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის შემუშავებას, პროექტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების შეფასებას, კონცეპტუალურ დაგეგმარებას. კონსულტანტის მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება სრულად უნდა გადმოცემდეს პროექტის შესაძლო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, აღწერდეს არსებულ საკანონმდებლო შეზღუდვებსა და რეგულაციებს და მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად შემდგომი დეტალური დაპროექტებისა და მშენებლობისათვის. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს, შესაბამისად, ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ნავთობ პროდუქტებზეა დამოკიდებული. მზარდი მოთხოვნა ნავთობ პროდუქტებზე ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზარზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის არსებობისთვის ქმნის საფუძველს. კორპორაციაში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 ივლისამდე იწარმოებს.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 117 of 122