ამინდი

ვალუტის კურსი

 

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის წარმომადგენლებთან... PDF Print E-mail
Friday, 28 May 2010 00:00

მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის წარმომადგენლებთან. ასოციაციის გენ. მდივანთან ბ–ნ თ. შავაძესთან შეხვედრაზე ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის უფროსმა ბ–ნ მ. კობალაძემ და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების (GTZ) პროექტების ექსპერტმა ბ–ნ  ა. რევამ ისაუბრეს ორმხვრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე. მხარეები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს წარუდგენენ კონკრეტული თანამშრომლობის წინადადებებს. ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობ სამსახურს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარება გაუწია გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოებამ(GTZ). ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის საინვესტიცო სააგენტოში უკვე კონკრეტული მექანიზმებიც შემუშავდა, რომელიც რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდება. კერძოდ: HSBC ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნება სავაჭრო ვებ-პორტალი; ამოქმედდება ექსპორტის საინფორმაციო ცენტრი; “Help Desk” – პროგრამით მოხდება ქართველი მწარმოებლებისა და უცხოელი შემსყიდველების ინფორმაციით უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესაძლებლობა ერთობლივი სემინარის ჩატარების თაობაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელშეწყობით ივლისის ბოლოსათვის ბათუმში, რომელზეც მოწვეული იქნებიან ამერიკელი ექსპერტები.

 
გაიმართა ფორუმ ბათუმის “შოპინგ და ლაიფსთაილ”-ის ცენტრის პირველი ქვის ჩადებასთან დაკავშირებული ცერემონიალი... PDF Print E-mail
Thursday, 27 May 2010 08:26

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო ცენტრის მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ცერემონიაში. სავაჭრო ცენტრის საძირკველის პირველი ქვა ჩადეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ. სავაჭრო ცენტრი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და აღნიშნული კომპლექსის აშენებისათვის 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც კომპანია “თურქ-მოლი” განახორციელებს. მშენებლობა 2 წელში დასრულდება და მასში მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გაიყიდება.

 
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გახსნის ცერემონია... PDF Print E-mail
Thursday, 27 May 2010 08:11

ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრები. ქუჩა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და მასში მონაწილეობდნენ ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ახლობლები. კაჩინსკების სახელობის ქუჩა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს.

 
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულია... PDF Print E-mail
Wednesday, 26 May 2010 00:00

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს, უსურვებს კეთილდღეობას, წარმატებებს და ეკონომიკურ აღმავლობას.

 
ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურში პერსონალური აგენტი ეყოლებათ... PDF Print E-mail
Tuesday, 18 May 2010 14:39

ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურში პერსონალური საგადასახადო აგენტი ეყოლებათ. ამის შესახებ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსმა commersant.ge–სთან ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული საკითხი საქართველოს ინვესტორთა ასოციაციამ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დააყენა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. პერსონალური აგენტი მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაშიც დაეხმარება, რადგანაც კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ხშირად შედის. იგი ბიზნესმენებს კომპანიის შემოწმების დროსაც გაუწევს სამსახურს და საგადასახადოსა და გადამხდელების ურთიერთობას გაამარტივებს. გიორგი ცხაკაიას თქმით, პერსონალური აგენტი მეწარმეებს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას გაუმარტივებს და ამ მომსახურებას ბიზნესმენებს  უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ. პერსონალური აგენტის კონკრეტული ფუნქციების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე  არ გამოქვეყნებულა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ საგადასახადო აგენტი იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც საბანკო სექტორში პერსონალური ბანკირი. სპეციალისტების შეფასებით, ეს შემოსავლების სამსახურის და გადამხდელების ურთიერთობას გაამარტივებს.  თუ კომპანიებს საგადასახადო კანონთან დაკავშირებით პერსონალური აგენტი დაეხმარება, ნაკლები პრობლემები იარსებებს. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიესალმება პერსონალური საგადასახადო აგენტის სამსახურის შემოღებას და იმედს გამოთქვმს, უახლოეს მომავალში მისი ამოქმედებით კიდევ უფრო ხელი შეეწყობა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუჯობესებას.

 
გაიხსნა სასტუმრო “შერატონ ბათუმი”... PDF Print E-mail
Tuesday, 18 May 2010 14:35

ამა წლის 17 მაისს გამართა სასტუმრო “შერატონ ბათუმის” გახსნის ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ბატონი ლევან ვარშალომიძე, სამთავრობო სტრუქტურის ხელმძღვანელები, თურქეთის დელეგაცია, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლები. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 203-ნომრიანია და ექსპლუატაციაში 2010 წლის გაზაფხულზე შევიდა. `შერატონი ბათუმი` თურქული ინვესტიციებით აშენდა და მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი ნურეთთინ ჩარმიკლია. გახსნის ცერემონიალზე  თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა შემდეგი: ““ყველაზე მნიშნვნელოვანი ის არის რომ აჭარაში დაწყებული მშენებლობის ბუმი არ უნდა შეჩერდეს და ამას ხელს თავად კომპანია “ნუროლი საქართველო” შეუწყობს. ჩვენ თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს საბაჟოსა და აეროპორტის ერთობლივად გამოყენების კუთხით და თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება”. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “ამ პატარა ქალქში იქნება ყველა მთავარი ბრენდი სასტუმროებისა. აქ იქნება უფრო მეტი მსოფლიო დონის სასტუმრო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე”- და დასძინა, რომ სწორედ ბათუმში იქნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურა მსოფლიოში. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს ასოციაციის წევრს “ნუროლ საქართველოს” აღნიშნული პროექტის დიდი წარმატებით განხორციელებას.

 
კორპორაციული ჯგუფი “აღაოღლუ” ბათუმში... PDF Print E-mail
Tuesday, 18 May 2010 14:32

მიმდინარე წლის 16–17 მაისს ბათუმს სტუმრობდა თურქეთის ცნობილი კორპორაციული ჯგუფის „აღაოღლუს“დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფირმის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ცნობილი ბიზნესმენი ალი აღაოღლუ. მათ მასპინძლობას უწევდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.  1981 დაარსებული სამშენებლო ფირმა დღეს 15 კომპანიას აერთიანებს და ერთ–ერთი ცნობილი და წარმატებული ჯგუფია თურქეთში, რომელსაც განხორციელებული აქვს რამოდენიმე მილიარდიანი პროექტი. კომერციული ჯგუფის აღაუღლუს დაინტერესების სფეროს წარმოადგენს ჰიდროელექტრო კაშხლების მშენებლობა, სასტუმრო ქსელი და საბინაო მშენებლობა.

 
შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში... PDF Print E-mail
Saturday, 15 May 2010 07:02

მიმდინარე წლის 10 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრობდნენ საქართველოს საკარიერო სერვისის (CSG) პროექტის ხელმძღვანელი დოქტ. ირმა წერეთელი და აჭარის ტურიზმის ასოციაციის (ATA) პროექტების კოორდინატორი ბ–ნი ზვიად დიასამიძე. შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივანთან ბ–ნ თამაზ შავაძესთან ერთად მათ განიხილეს სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. CSG წარმატებით ახორციელებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ინიციატივით დაარსებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოში გერმანიიდან დაბრუნებული პროფესიული კადრების დასაქმებას.

 
ამა წლის 6 მაისს გაიმართა მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... PDF Print E-mail
Monday, 10 May 2010 10:25

ამა წლის 6 მაისს გაიმართა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1.      აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლევან ვარშალომიძესთან და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ზაზა გუმბერიძესთან შემდგარ შეხვედრებზე დასმული საკითხების ირგვლივ მიმდინარე მუშაობის შედეგები;

2.      ასოციაციის წევრების, წევრობის პოტენციური კანდიდატების და ხელისუფლების უფლებამოსილი პირების ერთობლივი ვახშამის მოწყობის ორგანიზება;

3.      ახალი ფირმების გაწევრიანებაზე ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება;

4.      საწევროების გადახდის მდგომარეობა;

5.      შპს “Doruk Nut and Food Company” გარიცხვა წევრობიდან;

6.      სასტუმრო შერატონთან გაფორმებული ფასდაკლებითი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია;

7.      ტუბერკულოზის საავადმყოფოს თხოვნის საკითხი დახმარებაზე.

8.      GPI Holding სადაზღვეო კომპანიის გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება;

9.      შპს “ორცვას” გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება;

10.  ინფორმაცია ასოციაციის თანამშრომლების მუშაობის შესახებ და პრემიების საკითხი;

11.  სხვადასხვა საკითხები.

სხდომას ესწრებოდნენ მართველთა  საბჭოს წევრები.

 
ფორუმი - "ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" გაიხსნა... PDF Print E-mail
Saturday, 01 May 2010 20:13

"ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" - ამ სახელწოდებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი ფორუმი სასტუმრო "ინტურისტ პალასში" გაიხსნა. ფორუმის ფარგლებში აგრარული სფეროთი დაინტერესებული პირები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს მეფრინველეობის, თევზის გადამამუშავებელი კომპლექსის, სანერგე მეურნეობის მიმართულებით.
კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
კონფერენციაში უკრაინული, ჰოლანდიური, ლატვიური, გერმანული და სხვა უცხოური კომპანიების 12 წარმომადგენელი, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები მონაწილეობენ.
ფორუმის მიზანია აგროსამრეწველო სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალება მიეცეს წარმოადგინონ ახალი ინოვაციები აგროსამრეწველო სფეროში, მოახერხონ ინფორმაციის გაცვლა და ახალი კონტაქტის დამყარება. 

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 119 of 122