ამინდი

ვალუტის კურსი

 

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა ქართულ-გერმანულ ბიზნესს ფორუმში... PDF Print E-mail
Thursday, 30 September 2010 12:17

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისში სასტუმრო რადისონ-ივერიაში ჩატარდა  ქართულ-გერმანული ბიზნესს ფორუმი, რომელსაც ორგანიზებას უწევდა გერმანიის განვითარებისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროს თანადგომით გერმანელ ბიზნესმენთა ასოციაცია და გერმანიის საელჩო. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ ფორუმზე ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანელ კომპანიებთან გაცნობისა და ორმხრივი კავშირების დამყარების მიზნით. ამ ჩარჩოში გაიმართა შეხვედრა გერმანიის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიასთან GTAI-სთან (Germany Trade and Invest GmbH). აღნიშნული კომპანია შეიქმნა 2004 წლის 1 იანვარს, რომელიც არის გერმანიის ახალი საერთაშორისო ვაჭრობისა და  შიდა ინვესტიციების სააგენტო. მისი მისიაა ხელი შეუწყოს გერმანიაში ტექნოლოგიურ და სამრეწველო ინვესტიციების მოზიდვას. ორგანიზაცია უცხოურ კომპანიებს ურჩევს გაზარდონ თავიანთი საქმიანობის არეალი გერმანიის ბაზარზე, გერმანული კომპანიებისათვის კი უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციას, რათა მათ შეეძლოთ უცხოური ბაზრის უკეთ ათვისება. გერმანიის სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს ყოვლისმომცველი და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკური და სამრეწველო მონაცემები, ასევე უცხოური ბიზნესს წინადადებები, განვითარებისა და საინვესტიციო პროექტები, საკანონმდებლო და საბაჟო დებულებები.

 
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სემინარი სურსათის უვნებლობისა და კორპორაციული მართვის საკითხებზე... PDF Print E-mail
Thursday, 30 September 2010 07:22

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ატარებს სემინარებს შემდეგ საკითხებზე:

სურსათის უვნებლობის საკითხები; HACCP სისტემის უპირატესობები - ხუთშაბათს, 30 სექტებერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი). სემინარში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური.

კორპორაციული მართვა საქართველოს კომპანიებისთვის – პარასკევს, 1 ოქტომბერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი).

მონაწილეობა ორივე სემინარში უფასოა. სემინარები გაიმართება სასტუმრო შერატონში (მეორე სართული).

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს თავის წევრებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ სემინარებში.

 
შეხვედრა უკრაინელ ბიზნესმენებთან... PDF Print E-mail
Thursday, 23 September 2010 08:00

ამა წლის 22 სექტემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტუმრობდა უკრაინელი ინვესტორები ხერსონის რეგიონიდან, რომელნიც  7 კაციანი დელეგაციით თავიანთი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ ბათუმს და მართავდნენ შეხვედრებს უფლებამოსილ პირებთან. შეხვედრაზე ინვესტორები გაეცნენ ასოციაციის საქმიანობას, გაესაუბრნენ ასოციაციის წევრებს და წარმოადგინეს მათი ბიზნეს წინადადებები, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავენ ბათუმში მომავალში. ბიზნესმენება აღნიშნეს, რომ 5 ოქტომბერს ხერსონში იმართება ბიზნეს ფორუმი, სადაც მიიწვიეს აჭარის ა/რ მთვარობისა და მერიის წარმომადგენლები, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მისი წევრები.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გერმანელ ჟურნალისტებს მასპინძლობდა... PDF Print E-mail
Tuesday, 21 September 2010 12:30

მიმდინარე წლის 14-დან 25 სექტემბრამდე საქართველოში იმყოფება 25 კაციანი დელეგაცია გერმანიიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ცენტრალური და რეგიონალური ტელევიზიების, რადიოსა და პრესის 17 ჟურნალისტი, ოთხი გერმანელი სხვადასხვა ფონდის წარმომადგენელი და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც შემდეგ გააცნობენ გერმანიის მოქალაქეებს. 20-21 სექტემბერს დელეგაცია იმყოფებოდა აჭარაში . ბათუმში. მათ მეგზურობასა და ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებას უწევდა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ჟურნალისტები გაეცნენ BTM-ის სამკერვალო ფაბრიკას, დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები და კატერით გაისეირნეს ბათუმის ზღვის აკვატორიაში. საქართველოში არსებული პროცესების გაცნობის, ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და მისი საზღვარგარეთ წარმოჩენის თვალსაზრისით მსგავსი ვიზიტები ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.

 
ინფორმაცია ქობულეთის “თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების შესახებ... PDF Print E-mail
Wednesday, 15 September 2010 13:45

დაიწყო განაცხადების მიღება იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ქობულეთის "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით (ე.წ "ფიჭვნარის” ტერიტორია, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით), სასტუმროების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 27 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის განხორციელების მსურველს შეუძლია ამათგან გააკეთოს არჩევანი. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი). (იხილეთ დანართი) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მზად იქნება მ/წლის 24 სექტემბრისთვის.  დამკვეთის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. აღსანიშნავია, რომ: - სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად; - დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ; - ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით. იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი გათავისუფლებული იქნება 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან. განაცხადები მიიღება მ/წლის 30 ოქტომბრამდე. დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: სამინისტროს ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონები:  99 10 45; 99 10 46; 99 11 13; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონი: 8(88222) 4-79-18; საინფორმაციო სამსახურს, საკონტაქტო ტელეფონები:  8(88222) 4-79-38; 8(88222) 4-79-39; 8(88222) 4-79-40).

 
ინფორმაცია იმპორტის დღგ-ს გადასახადით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის შესახებ... PDF Print E-mail
Wednesday, 15 September 2010 08:38

2010 წლის 1 სექტემბერიდან  ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #690, რომელიც ამტკიცებს იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალურ წესს. პირი, რომელიც წიდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა 200 000 ლარზე მეტი აქვს შეუძლია ისარგებლოს დაბეგვრის სპეციალური წესით. ბრძანების 1 დანართის მუხლი 2 პუნქტი მე-7-ის მიხედვით თუU პირი აკმაყოფილებს აღნიშნული წესის პირობებს, მაშინ საგადასახადო ორგანო ავტომატურად ახდენს მის გადაყვანას დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

გთხოვთ იხილოთ დანართი...

 
თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი... PDF Print E-mail
Monday, 13 September 2010 15:02

მიმდინარე წლის 13–14 სექტემბერს ქ. ბათუმში სასტუმრო „შერატონში”, ხოლო 15 სექტემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო‐სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის, სექტორების მიხედვით, ორმხრივი შეხვედრები შედგება. აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოსული თურქი ბიზნესმენების დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან შემდეგი სექტორების წარმომადგენლები: მშენებლობა და სამშენებლო მასალები; უძრავი ქონება; ფეხსაცმელისა და ჩანთების წარმოება; რესტორნები და კაფეები; კვების პროდუქტები; შინაური ფრინველის და კვერცხის, ტკბილეულის, ავტომობილების ნაწილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საქორწილო კაბების, საიუვილერო ნაწარმის წარმოება; აუდიტორული, კომპიუტერული, ბეჭდვითი მომსახურება (სტამბა); ბიოქიმიური/ჰემატოლოგიური რეაქტივები და დანადგარები; მძიმე მრეწველობა (წიაღისეული, შავი ლითონი), საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურება. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში და გამოიყენონ შესაძლებლობა ახალი ბიზნეს კავშირების დასამყარებლად.ქ. ბათუმში ორმხვრივი შეხვედრები შედგება 14 სექტემბერს 11 საათზე სასტუმრო „შერატონში“.

 
გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს... PDF Print E-mail
Wednesday, 08 September 2010 10:38

გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. გაზსადენის მშენებელმა კონსორციუმმა ორგანიზაციების ჯგუფთან 4 მილიარდით დაფინანსების შეთანხმება გააფორმა. ჯგუფში შედიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ორგანიზაციების ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი "ნაბუქოს" პროექტში 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი, 1,2 მილიარდ ევროს ჩადებენ. სულ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიარდი ევროა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლისთვის იგეგმება. "ნაბუქო" რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" მთავრ ალტერნატივად მიიჩნევა.

 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს გამართულ აუქციონზე გაიყიდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა... PDF Print E-mail
Thursday, 02 September 2010 14:07

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს გამართულ აუქციონზე გაიყიდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთები და უძრავი-მოძრავი ქონება.

ობიექტის ახალი მფლობელი გახდა შპს “ბათუმი პეტროლიუმი”, რომელმაც აღნიშნულ ობიექტში 15 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

 
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირებასთან დაკავშირებულ თათბირს ინვესტორთა ასოციაციის წევრები დადებითად გამოეხმაურნენ... PDF Print E-mail
Thursday, 02 September 2010 14:06

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც წისქვილკომბინატების მეპატრონენი არიან დადებითად გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის დავალებას მთავრობის სპეციალური გეგმის შემუშავების მიზნით, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებას უკავშირდება.

თავის მხრივ, ინვესტორები ცდილობენ მოიძიონ ახალი ალტერნატიული ბაზრები და მისაღებ ფასებში შეიძინონ ხორბალი. შპს “ორცვას” მეპატრონე ირანელი ინვესტორის ისმაილ ბაზარანის განცხადებით მან ხორბალი ტრაპიზონში ხორბლის ტერმინალ საცავებში შეიძინა, რაც საშუალებას მისცემს არა თუ გაზარდოს ფქვილის ფასი, არამედ შეამციროს იგი უახლოეს დღეებში.

ამჟამად, უმაღლესი ხარისხის 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი 47-48 ლარში, ხოლო პირველი ხარისხის 45 ლარამდე მერყეობს.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 115 of 122