გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ |
|
|
|
Wednesday, 02 June 2021 11:25 |

28 მაისს, საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ფორუმი, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, სემინარის ფორმატში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მიმდინარეობისას, ასევე გაიმართა ორი თემატური შეხვედრა, ‘’ეკონომიკა და ბიზნესი, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის’’ და „განათლება და კულტურა“ სადაც განხილული იქნა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები და ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლი კულტურულ დიპლომატიაში. ფორუმს, წარმოშობით ქართველი (ჩვენებური) საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც ესწრებოდა, ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა, საქართველოს მთავრობას, ფორუმის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის. |
‘’გაუზიარე სიცოცხლე-გაიღე სისხლი‘’ |
|
|
|
Wednesday, 02 June 2021 09:36 |

24 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაიციამ წევრ კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო, შპს ‘’ ჰემა 2012‘’ სისხლის ბანკის ‘’გაუზიარე სიცოცხლე-გაიღე სისხლი‘’ საქველმოქმედო აქციაში. საქველმოქმედო აქციაში, აჭარა ტექსტილის, BTM ტექსტილის, ბათუმი ტექსტილის, ჯორჯიან ტექსტილის, ფასთ თრექ ტექსტილის, ტავ ჯორჯიას, სასტურმო wyndham-ის, THY თურქეთის ავიახაზების, ნუროლ ჯორჯიას, ოზურგეთი დენიმის და ბათუმი პეტროლიუმის ოცდახუთამდე წარმოამდგენელმა ჩაერთო. კორონა ვირუსული პანდემიის დროს, სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, შემცირდა სისხლის დონორთა რაოდეობა, ჩვენ წევრ კომპანიებთან ერთად, სისხლის გაცემით გვსურს მცირე წვლილი შევიტანოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ერთობლივი ძალებით, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ. შპს „ჰემა-2012“-ის სისხლის ბანკი სისხლის კომპონენტებით ამარაგებს აჭარის, გურიის, ფოთის და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს. |
|