მადლობა სამედიცინო პერსონალს |
|
|
|
Wednesday, 30 December 2020 06:25 |

ყველასთვის რთული წელი იყო 2020 წელი, COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ სამწუხაროდ ყველა დაგვაზარალა. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციციის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც პანდემიის რთულ პერიოდში თავდაუზოგავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენს ჯანმრთელობას. აქვე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ასე შევძლებთ უხილავი მტრის დამარცხებას. ჩვენ შენი, ჩემი, ჩვენი ჯანმრთელობა ერთად უნდა დავიცვათ. გავუფრთიხლდეთ ერთამენთს! ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. ყველას გილოცავთ ახალ 2021 წელს! პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიმშვიდის, სიხარულის, სიკეთისა და წარმატების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის! გისურვებდით, რომ რაც ვერ შევძელით გაგვეკეთებინა 2020 წელში გაორმაგებული ძალებით 2021 წელში გაგვეკეთებინოს. |
უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი |
|
|
|
Wednesday, 25 November 2020 10:46 |

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალ თვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკიურ სექტორებად განისაზღვრა:
• ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;
• მანქანების და მოწყობილობების (მანქანადანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;
• ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს;
• დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).
ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ 1 მლნ ლარამდე თანადაფინანსებას შესთავაზებს უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ. პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს. |
|