ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 28 February 2021 13:45

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 577

 
საქართველოს სერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თამვჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორთან ბატონ ოზან გურთან და გენერალური დირექტორის მოადგილესთან ბატონ ჰაქან ქურალთან, სამუშაო შეხვედრა გამართა PDF Print E-mail
Sunday, 28 February 2021 13:29

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქვეყანაში და კერძოდ აჭარის რეგიონში ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს უსაფრთხო ფინანსური გარემოს მნიშვნელობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ასოციაციის თავმჯდოამრემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 21 February 2021 09:35

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 576

 
შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან PDF Print E-mail
Saturday, 20 February 2021 12:45

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ ლევან ვეფხვაძესთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ის აქტუალური პრობლემები  რაც პანდემიამ შეუქმნა კომპანიებს, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები როგორიცაა კვალიფიკაციური კადრები და გაზრდილი ტარიფები,  სასწავლო კურსების გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს კვალფიიკაციური კადრების არსებობას ხელს, ასევე ისაუბრეს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის გავლენა კომპანიების საქმიანობაზე და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე. მხარეებმა ასევე შეთანხმდნენ ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე და ისაუბრეს სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ასოციაციის თავმჯდოამრემ მადლობა გადაუხადა ბატონ ლევანს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

 
შეხვედრა TAV Georgia-ს წარმომადგენელთან ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანთან PDF Print E-mail
Saturday, 20 February 2021 12:37

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, TAV Georgia-ს წარმომადგენელს ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანსეწვია და  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა  ისაუბრეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და ფრენების განრიგის შესახებ, განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომლებიც პანდემიიის ფონზე შეიქმნა ავიაციაში და ასევეხაზი გაუსვეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება რის შედეგადაც ბათუმის აეროპორტი შეძლებს წელიწადში 1 200 000 მგზავრს გაუწიოს მომსახურება, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ასოციაციის თავმჯდომარემ მიულოცა ეს წარმატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციასა და სრულიად საქართველოს. TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანმა მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის.

 
შეხვედრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ბატონ ჯაბა ფუტკარაძესთან PDF Print E-mail
Saturday, 20 February 2021 12:32

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს საქმიანი ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს აქტუალური პრობლემები ეკონომიკაში, რაც პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოიშვა, ასევე ისაუბრეს ადგილობრივი წარმოების გაზრდის როლზე და საქართველოში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონ ჯაბას მიიაწოდა ინორმაცია ინვესტორთა ასოციაციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ და უახლოეს მომავალში წევრ კომპანიებტან ერთად დაპატიჟა ასოციაციაში. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბატონ ჯაბა ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

 
შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან PDF Print E-mail
Saturday, 20 February 2021 12:26

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ,   საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ექსპერტ სამართლებრივ საკითხებში დავით ქოჩიაშვილთან  და ბიზნესანალიტიკოს გიორგი კერვალიშვილსთან გაზრდილ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს გაზრდილი  ტარიფის გავლენაზე ტექსტილის კომპანიებზე, საუბრის მსველობისას მხარეებმა აღნიშნეს თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს გაზრდილი  ტარიფი ახალი ინვესტიციის განხორციელებაზე საქართველოში და ამასთანავე რმდენად დიდ საფრთხეს შეუქმნის ტექსტილის კომპანიებს სამომავლოდ გაზარდონ ფასები წარმოებულ პროდუქციაზე. მხარეებმა იმსჯელეს თუ როგორ და რა გზით შეიძლება, ტექსტილის კომპანიებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ნინომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარეაღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ონლაინ შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და გადაწყვეტილებების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწოდებს ქალბატონ ნინოს. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ, გაზრდილი ელექტორენერგიის ტარიფი საფრთხეს უქმნის საქართველოში ახალი ინვესტიციის შემოსვლას და უცხოელი ინვესტორების ინვესტიციას საქართველოში.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 14 February 2021 10:08

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 575

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 07 February 2021 13:05

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 574

 
შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში PDF Print E-mail
Saturday, 06 February 2021 10:51

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში, კორონა ვირუსი პანდემიისგან შექმნილ რთულ ვითარებასა და გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის საკითხების განსახილველად შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა აღნიშნეს რომ, პანდემიის ფონზე გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური პრობლემას უქმნის მათ საქმიანობას. შეხვედრისას კომპანიის წარმომაგენლებმა წერილობითი ფორმით დაადასტურეს თავიანთი მოთხოვნები. "ასოციაცია არის ხიდი უცხეულ კომპანიებსა და საქართველოს მთავრობას შორის, ასოციაციის მიზანია მთავრობასთან ერთად ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. საფრთხე რომ არ შეექმნათ კომპანიებს მთავრობასთან მოლაპარკებებს დავიწყებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მნიშვენლოვანია უცხოელ ინვესტორებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოპირებები, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი მეტი ინვესტიცია დააბანდონ საქართველოში, როდესაც უცხოელი ინვესტორი ინვესიტიციის განხორციელებას გეგმავს მისთვის მნიშვენლოვანია რიგი ფაქტორები - საგადასახადო სისტემა, ელექტროენერგიის ტარიფის ფასები, კვალიფიკაციური კადრები და ადამიანური რესურები - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟვანაძემ. შეხვედრას საქართველოს ტექსტილის კომპანიების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, ასოციაციის თავმჯდომარე საქმიანი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეხვედრას ესწრებოდა ონლაინ ფორმატში.  ასოციაციის თამვჯდომარემ მადლობა გადაუხადა, სტუმრებს ნაყოფიერი შეხვედრისა და სტუმრობისთვის.

 
<< Start < Prev 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 Next > End >>

Page 37 of 126