ამინდი

ვალუტის კურსი

 

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელს ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ესტუმრა PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 10:24

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელს ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ესტუმრა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რაც პანდმიამ გამოიწვია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, განიხილეს ახალი ინვესტიციების მოზიდვისათვის სხვადასხვა გარემო ფაქტორების მნიშვნელობა, უცხოელი ინვესტორების საქართველოში ინვესტიციის განხცორციელებისთვის შექმნილი სხვადასხვა დაბრკოლებები და მათი გადაჭრის გზები. ასევე, ასოციაციის თავჯდომარემ, ბატონ ჯემალს მიულოცა ქ.რუსთავში ახალი ფაბრიკის ’’ქართლი ტექსტილის’’ გახსნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. აქვე მოგახსნებთ, რომ რუსთავში ახალი საწარმო ქართლი ტექსტილი გაიხსნა. ამ ეტაპზე საწარმოში 700 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. პანდემიის პირობებში და ეკონომიკური კრიზისის დროს აღნიშნული საწარმოს გახსნა მართლაც, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ „აჭარა ტექსტილის“ მოღვაწეობის შედეგად ბევრი წარმატებული და ცნობილი სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას რისი მეშვეობითაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. ამჟამად, „აჭარა ტექსტილს“ ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს და დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.„აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. აგრეთვე თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის ავიახაზების საქართველოს მიმართულებით დირექტორს შერაფეთინ ექიჯის სამუშაო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 10:18

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე  ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის ავიახაზების საქართველოს მიმართულებით დირექტორს შერაფეთინ ექიჯის სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გლობალური პრობელმები რაც პანდემიამ შექმნა მსოფლიოსა და საქართველოში, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ფრენების, რეგულაციების შემსუბუქებაზე და მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე. ასევე ბატონ შერეფეთინ ექიჯმა აღნიშნა, რომ 10 მარტიდან განახლდება ფრენები სტანბოლი ბათუმის მიმართულებით.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია ‘’GURTİAD-ის’’ თავმჯდომარეს ოსმან თურანს სამუშაო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 10:14

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია ‘’GURTİAD-ის’’ თავმჯდომარეს  ოსმან თურანს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის ფონზე არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე და მის გადაჭრის გზებზე, გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის პრობლემაზე, საქართველოში უცხოური ინვესტიციების არსებობის მნიშველობაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვენლოვან ფაქტორებზე.

 
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანთან PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 10:10

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რაც კორონა ვირუსის შემდეგ წარმოიშვა, ორი ქვეყნის თანამშრმლობაზე, უცოხური ინვესტიციის მოზიდის საჭიროებაზე საქართველოში და ერთიანად სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

 
ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალისქან მჟავანაძემ დედებს, დედის დღე მიულოცა PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 10:02

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 102 წლის პედაგოგი მოინახულა, მიულოცა დედის დღე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა. ქალბატონი ფატი 52 წლის განმავლობაში ქიმიის მასწავლებელი გახლდათ. ასევე  ბატონი ოსმანი,სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა-ს” ესტუმრა და დედებს დედის დღე მიულოცა.ბატონმა ოსმანმა, სარეაბილიტაციო ცენტრ თანას აღსაზრდელებსა და დედებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.

 
ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა ზირაათ ბანკის დირექტორთან PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 09:55

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოცაიციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, ზირაათ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორთან  ზაზა ფარსენაძესთან სამუშაო ვიზიტი გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზირაათ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე ალი მეჯითი და საკრედიტოს უფროსი მამუკა ფარსენაძე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობოსების გზებზე, უცხოური ინვესტიციების მოზდვის მნიშვნელობაზე საქართველოში და ასევე განიხილეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია. ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
შეხვედრა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან PDF Print E-mail
Tuesday, 23 March 2021 09:48

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, პანდემიის ფონზე ტურიზმის სფეროში წარმოქმნილი პრობლემებისა და გადაჭრის გზების განხილვა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, სასტუმრო ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის პანდემიის ფონზე უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული გარემოს ჩამოყალიბებაზე და რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქების არსებით მნიშვნელობაზე. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სტუმრებს გაუზიარა ინფორამცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 21 March 2021 13:43

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 580

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 14 March 2021 07:51

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 579

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 07 March 2021 14:59

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 578

 
<< Start < Prev 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 Next > End >>

Page 36 of 126