საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ბატონ რიზა ქაღან ილმაზს გაცნობითი ვიზიტით ეწვია |
|
|
|
Friday, 30 October 2020 08:05 |

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ბატონ რიზა ქაღან ილმაზს გაცნობითი ვიზიტით ეწვია და ასოციაციის სახელით, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრის მსველობისას ისაუბრეს, კორონა ვირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ და გლობალურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე, ინვესტიციების განხორციელებაზე და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. ასევე, ბატონმა ოსმანმა ბატონ რიზას მიიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის წევრებისა და საქმიანობის შესახებ და მიიპატიჟა ასოციაციაში. თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულმა, ბატონ რიზა ქაღან ილმაზმა მადლობა გადუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის. |
შეხვედრა უნიეს მერთან ბატონ ჰუსეინ თავლისთან |
|
|
|
Saturday, 24 October 2020 08:15 |

თურქეთში ქ. უნიეში, უნიეს მერს ბატონ ჰუსეინ თავლის, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ბატონი გელა ჯაფარიძე, საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე, ბატონი გიორგი ყუშიტაშვილი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საპატიო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას საუბარი იყო, COVID-19 პანდემიისგან შექმნილ რთულ ვითარებაზე და გადაჭრის გზებზე, ორ ქვეყანას შორის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ახალი სტრატეგიების შემუშავებაზე. უნიეს მერმა, ბატონ ჰუსეინ თავლმა მადლობა გადაუხადა, გენერალურ კონსულს და ოსმან ჩალიშქანს უნეის მერიაში სტუმრობისთვის. |
ვიზიტი უნიეს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან |
|
|
|
Saturday, 24 October 2020 07:38 |

თურქეთში ქ.უნიეში, უნიეს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ბატონი გელა ჯაფარიძე, საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე, ბატონი გიორგი ყუშიტაშვილი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საპატიო ვიზიტით ესტუმრნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიისგან შექმნილ რთულ ვითარებაზე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ახალი სტრატეგიების შემუშავებასა და განვითარების გზებზე. |
|