ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 13 March 2016 12:33

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 318

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „ მუსიად გეორგიას„ მმართველთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა PDF Print E-mail
Friday, 11 March 2016 16:58

2016  წლის 11 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი  ასოციაციის ოფისში  მუსიად გეორგიას მმართველთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე საქართველოში კერძოდ აჭარაში. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა მუსიად გეორგიას მმართველთა საბჭოს  ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ასოციაციებს შორის

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „გურთიადის „ თავმჯდომარეს შეხვდა PDF Print E-mail
Friday, 11 March 2016 16:44

2016  წლის 11 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი      ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „ გურთიადის „ თავმჯდომარეს ქენან ილდირიმს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე.  ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილებოდა საგადასახადო რისკები, თავისუფალი ვაჭრობის საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში მოქმედი საგადასახადო და შრომის კოდექსები.   მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გურთიადის თავმჯდომარეს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ასოციაციებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

 
მორიგი საქველმოქმედო აქცია PDF Print E-mail
Thursday, 10 March 2016 16:41

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აგრძელებს ტრადიციულად ქველმოქმედებას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით თურმანიძეების სოციალურად დაუცველ - მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. 9 წევრიან ოჯახში 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახს ბავშვის ერთი თვის საკვები პროდუქტით უცნობი მოქალაქეებიც დაეხმარნენ.ქულის მინიჭების შემდეგ განიხილება ოჯახის მცირეწლოვან, 6 თვის ბავშვზე კვების ვაუჩერის გაცემის საკითხი .ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.

 
შემოსავლების სამსახურის წევრების და თურქი ბიზნესმენების შეხვედრა PDF Print E-mail
Wednesday, 09 March 2016 16:19

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, მცირე ბიზნესთან დაკავშირებული წესები, საბაჟო რეგულაციები და ა.შ. - ამ თემებზე დეტალური ინფორმაცია და განმარტებები მიიღეს საქართველოში, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული საწარმოების მეპატრონე თურქმა მეწარმეებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც 9 მარტს, ქ. ბათუმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს მათთვის აქტუალურ და საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები გასცეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა. შეხვედრა გაიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით და მიზნად ისახავდა საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების საგადასახადო ინფორმირებულობის ამაღლებას. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემისქანი, თურქეთის სავაჭრო ატაშე საქართველოში მიქაელ დევერლიოღლუ, თურქეთის საბაჟო ატაშე საქართველოში ოზაი ქუთლუ, თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები,  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მისი წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 06 March 2016 13:30

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 317

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ირანის კონსულს შეხვდა PDF Print E-mail
Thursday, 03 March 2016 10:05

2016  წლის 2 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ასოციაციის ოფისსში  ირანის გენერალურ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის შეხვდა.  შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. საუბარი შეეხე ირანიდან კომპანიების ჩამოყვანას და ერთობლივი კონფერენციის გამართვას რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ასევე ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ირანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს  ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი. ასევე  რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში  ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანაც იგეგმება. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ირანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

 
ქალაქ ვროცლავში აჭარის დღეები გაიმართება PDF Print E-mail
Sunday, 28 February 2016 08:34

25-29 თებერვალს აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპასუხო ვიზიტით პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა. ვიზიტის მთავარი მიზანია პოლონეთის რეგიონის ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაა. პოლონეთის რეგიონებთან თანამშრომლობა სხვადასხვა მმართულებით დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს. პოლონური და ქართული ბიზნეს წრეების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაიმართება ეკონომიკური ფორუმი „ვროცლავი-ბათუმი 2016“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 26-28 თებერვალს პირველად მიიღო მონაწილეობა ქალაქ ვროცლავში გამართულ ტურისტულ გამოფენაში.  გამოფენა გახსნა ქვემო სილეზიის მარშალმა ცეზარ ფშიბილსკმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ. საგამოფენო სივრცეში გაიმაერთა აჭარის დღეები, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი „ხორუმი“ და ანსამბლი „ბათუმი“. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვროცლავი 2016 წელს დასახელებულია ევროპის კულტურის დედაქალაქად, რაც კიდევ უფრო ზრდის ვროცლავი-ბათუმის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს. უკვე დაგეგმილია თანამშრომლობა ბათუმის დრამატულ თეატრსა და ვროცლავის ლეგნიცას თეატრს შორის. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა ვროცლავის უმაღლესი საბანკო სკოლის ხელმძღვანელ პირებს. 26 თებერვალს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარი ფშიბილსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკოფერენცია დილის საათებში ვროცლავის ბიზნეს ცენტრში გაიმართა. რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან არჩილ ხაბაძემ და ცეზარი ფშიბილსკიმ ორ რეგიონს შორის დაწყებულ თანამშრომლობაზე და აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ქვემო სილეზიის მარშალმა კმაყოფილება გამოთქვა აჭარის რეგიონთან საინტერესო და მრავალმხრივი ურთიერთობის დაწყების გამო. „მოხარული ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა ამ ურთიერთობას ტურიზმის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით,“ - აღნიშნა მან. „მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე პოლონეთის ამ ისტორიულ ქალაქში გაიმართება აჭარის დღეები. პროგრამა მართლაც შთამბეჭდავია - დღეს ჩვენ პირველად ვღებულობთ მონაწილეობას ვროცლავის ტურისტულ გამოფენაში. პირველად ვატარებთ ასევე ბიზნეს ფორუმს ევროკავშირის წევრ ქვეყნაში. დაწყებულია თანამშრომლობა ჩვენს თეატრებსა და უნივერსიტეტებს შორის. ამ დღეებში უკვე ოფიციალურად მოეწერება ხელი რეგიონებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებებს. ვიზიტი მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესოა. მჯერა, იგი იქნება ასევე ნაყოფიერიც,“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიიღეს, სადაც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაზე და მის წევრ კომპანიებზეც ისაუბრეს, გაეცნენ აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლსაც.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 28 February 2016 07:27

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 316

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 21 February 2016 11:44

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 315

 
<< Start < Prev 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 Next > End >>

Page 72 of 126