“სტამბოლი-ბათუმი”- ბიზნეს-ფორუმი |
|
|
|
Sunday, 18 October 2015 15:42 |

სტამბოლის სავაჭრო პალატაში საინვესტიციო ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. გამართულ ბიზნეს ფორუმს 120-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. საინვესტიციო ფორუმი "სტამბოლი-ბათუმი" სტამბოლის სავაჭრო პალატის, საქართველოს საკონსულოს სტამბოლში, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერითა და თანაორაგანიზატორობით გაიმართა. შეხვედრაში თურქეთში მოღვაწე მსხვილი ინვესტორები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებაში აჭარის ა.რ მთავრობის წარმომადგენლებმა ინვესტორებთან ორმხივი შეხვედრები გამართეს და განიხილეს სამომავლო ბიზნეს გეგმები ბათუმში. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლმა, სპეციალური პრეზენტაციის სახით, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე და ზოგადად საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მონაწილეები ასევე გაეცნენ სპეციალურად მომზადებულ, აჭარის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს, ხოლო რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ფორუმის ფარგლებში, ქართულმა და თურქულმა კერძო კომპანიებმა, სხვადასხვა სექტორებიდან, კერძოდ, მშენებლობის, ტურიზმის და ლოგისტიკის სექტორიდან, მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში, სადაც მათ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და დასახეს სამომავლო გეგმები თანამშრომლობის მიზნით. ბიზნეს-ფორუმი ''სტამბოლი-ბათუმი'' შესაძლოა მაისში უკვე თურქული მხარის ინიციატივით გაიმართოს. მანამდე კი აჭარას ბიზნესმენთა 200 კაციანი დელეგაცია ეწვევა. გაცვლითი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სტამბოლის სავაჭრო პალატის ხელმღვანელთან შეხვედრაზე გაჟღერდა. არჩილ ხაბაძემ მასპინძელ მხარეს რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. თურქულ მხარესთან საუბრისას ხაზი გაესვა აჭარის რეგიონის, როგორც სატრანზიტო თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პერსპექტივებს. რეგიონის პირველი პირის თქმით აჭარის რეგიონი ცნობილი და წარმატებული უნდა გახდეს, არამხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით ან სასტუმრო ბიზნესით, არამედ მან უნდა დაიმკვიდროს ადგილი, როგორც სატრანზიტო რეგიონმა. აღნიშნულ ფორუმს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქან ( მჟავანაძე ) და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა სტამბულიდან ბიზნესმენები მოიწვიეს აჭარაში, ასევე წარადგინეს პრეზენტაციები აჭარის რეგიონში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ინვესტიციებზე, გამართეს B2B შეხვედრები თურქეთში მოღვაწე მსხვილი ინვესტორებთან და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან. |
Saturday, 17 October 2015 15:41 |
ქველმოქმედება გადამდებია
https://www.facebook.com/emzar.diasamidze.9/videos/vb.100000487770796/1128531663839749/?type=2&theater |
„რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმი“ |
|
|
|
Wednesday, 14 October 2015 07:31 |

დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმის პირველი პანელი – დიასპორის ფინანსური ინკლუზია და რევოლუციური ინოვაციები, ფორუმში მონაწილე უცხოელი სტუმრების პრეზენტაციებით დაიწყო. პანელს მოდერაციას უწევდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი. ორგანიზაცია „Developing Markets Associates“ ხელმძღვანელმა, ლეონ აიზეკმა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები დიასპორების განვითარებადი ბაზრების აღორძინების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორმა, კონსტანს ციუმისმა სახალხო, კერძო საპარტნიორო ორგანიზაციების განვითარების შესახებ ისაუბრა. საკუთარი პრეზენტაცია წარმოადგინა ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ, რომელიც ისრაელის გამოცდილებაზე და დიასპორული ობლიგაციების შესახებ იყო მომზადებული. მან პარალელები გაავლო საზღვარგარეთ მცხოვებ ებრაელებსა და ქართულ დიასპორებს შორის, მათ დამოკიდებულებაზე სამშობლოსადმი. კომპანია „Homestrings“-ის წარმომადგენელმა, რუბინ ალკანტარამ წარმოადგინა პრეზენტაცია დიასპორული ობლიგაციების და საინვესტიციო პორტფელების შესახებ ონლაინ პლადფორმაზე. პირველი პანელი დახურა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ. მან მსოფლიოში მიგრაციის ზრდის და მისი როლის შესახებ ისაუბრა, ასევე, დიასპორული ინვესტიციების სამშობლოში ხელშეწყობის საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება. „ დიასპორის საინვესტიციო პროექტებზე საქართველოში“ პრეზენტაცია ასევე წარადგინა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქან ( მჟავანაძემ) . დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც „საერთაშორისო დისპორის ჩართულობის ალიანსის“ (IdEA) რეგიონული პარტნიორი, დიასპორულ კვირეულს მართავს. დიასპორული კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის მონაწილებას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. 13 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში“ დიასპორული კვირეული, „დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმით“ გაიხსნა. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ასევე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ. ფორუმი მიზნად ისახავს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ახალი დიასპორული ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, დიასპორული საინვესტიტიო პროექტების გაზიარებას უცხოეთში არსებული დისპორული ბიზნეს საბჭოებისა და სამრეწველო პალატების მიერ, ინოვაციური დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების განვითარების გაძლიერებას რეგიონში, დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ. |
USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ ხელშეწყობით ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია (EPAC) შეიქმნა |
|
|
|
Tuesday, 15 September 2015 06:15 |

თბილისი, 2015 წლის 15 სექტემბერი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „მომათბილისი“ (რუსთაველის გამზ. 27) გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) დაფუძნების და წევრთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. კოალიცია შეიქმნა USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ინიციატივით და მისი მისია საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გზით ბიზნესის თვის ხელსაყრელი გარემოს ხელშეწყობაა. EPAC-ის მიზანია კოალიციის ყველა წევრის შეკრება საერთო იდეის გარშემო და ახალი პოლიტიკის ინიცირება, რომელიც საზოგადოებრივ მოთხოვნებს პასუხობს. კოალიციაში გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი 33 ორგანიზაცია, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები, სავაჭრო პალატები, ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე კოალიციაში გაწევრიანდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირმა ქავთარაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა ხუციშვილი. G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“ USAID-ის ხუთ წლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო დამარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-is მეშვეობით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-is პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისულაფილი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov. |
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს |
|
|
|
Tuesday, 15 September 2015 06:05 |

ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ გაიხსნა, რომელსაც 15 ქვეყნის საინვესტიციო წრეების 250–ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.საინვესტიციო ფორუმს ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან „ბათუმი 2015“–ის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობითი ფორუმის ჩატარებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის მხარდამჭერებს: ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში ბრუნო ბალვანერას. ასევე საქართველოში მოქმედ საინვესტიციო ორგანიზაციებს, მათ შორის, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებს. მინისტრის განცხადებით, აჭარა საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია ტურიზმის თვალსაზრისით, რაც აუცილებლად საჭიროებს საინვესტიციო პროექტების განვითარებას, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესებასა და მოძიებას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია - „ჩვენ ყველა ფორუმს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, მიმდინარე ფორუმზე ჩვენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით გაგვაჩნია. ასევე დეტალურად იქნება განხილული დაფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხები და ის პოტენციალი, რომელიც აქვს როგორც აჭარის რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას". ინვესტორებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და ამ კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე. კერძოდ, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 189 ქვეყანას შორის მე–15 ადგილზეა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s Investors Service–მა კი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარე ფაქტორებით წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, 2014 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წელს, მთავრობა ამ მაჩვენებლის, მინიმუმ 2–პროცენტიან ზრდას ელის. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის საკითხზე. 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. მთლიანი მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში. მინისტრმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის ტენდენციას. კერძოდ, 2015 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს 4 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებლზე 6 %-ით მეტია. ფორუმში მონაწილე ინვესტორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამთავრობო ინიციატივამ, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. მათ შორის, მინისტრმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომელიც რეგიონებში სასტუმროების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო ფორუმების მნიშვნელობაზე, რომლებიც საქართველოში უნდა ჩატარდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 600–მდე წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ. |
|