,,Palm Apartment" - ის სპეციალური აქცია - ,,ზაფხული 2016" |
|
|
|
Wednesday, 17 February 2016 08:22 |

საცხოვრებელი კომპლექსი ,,Palm Apartments" ქ. ბათუმის ისტორიულ ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსის "Grand Hotel Batumi Black Sea"-ს ერთიანი არქიტექტურული ანსამბლის ავტონომიური ნაწილია. კომპლექსი არა მარტო უშუალოდ ესაზღვრება ზღვის სანაპიროს, არამედ ბათუმის საზღვაო ბულვარისა და საოცრებათა პარკის ნაწილს წარმოადგენს. საცხოვრებელი კომპლექსის ,,Palm Apartments" დახურულ ტერიტორიაზე განლაგებულია ულამაზესი ღია საცურაო აუზი ანუ საწყალოსნო გასართობი ცენტრი "Palma Laguna", წყლის ზედაპირით 1.300 მ2, მარაგდება ზღვის წყლით, რომელიც ზამთრის პერიოდში გათბობის სისტემით არის აღჭურვილი. ღია საცურაო აუზი "Palma Laguna" თავისი შესაძლებლობებით პირველი და უნიკალური კომპლექსია შავი ზღვის პირეთში. მისი ინფრასტრუქტურა იძლევა არა მხოლოდ აქტიური დასვენებისა და რეკრეაციის საშუალებას მთელი წლის განმავლობაში, არამედ მასობრივი კულტურული ღონისძიებების - კონცერტების, ჩვენებების, მიღებების და ა.შ. ღია ცის ქვეშ ჩატარების შესაძლებლობასაც. ღია საცურაო აუზის "Palma Laguna"-ს მიმდებარე ასწლიანი ევკალიპტების ხეივანი სრულყოფილი დასვენების შესანიშნავ "მწვანე ზონას" ქმნის. საცურაო აუზის შუაგულში განთავსებულია ბარი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აუზიდანვე შეუკვეთონ და დააგემოვნონ გამაგრილებელი სასმელები, მსუბუქი კოქტეილები და სხვა. საცურაო კომპლექსის "Palma Laguna"-ს ირგვლივ დახურულ გალერეაში განთავსებულია ყველა აუცილებელი ფუნქციონალური ზონები მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად: მისაღები და რეგისტრაციის სამსახური, დასასვენებელი ზონა რბილი შეზლონგებით, იატაკების გათბობის სისტემითა და სატელიტური ტელე-არხებით, გასახდელები და საშხაპეები, ღია ტერასები გარუჯისათვის, მასაჟისა და ფიტნესის კაბინეტები, სწრაფი კვების რესტორანი, რესტორანი "A la Carte", ზემო ღია ტერასაზე განლაგებული ლაუნჯ-ბარით, საიდანაც იშლება ზღვის, ქალაქ ბათუმისა და გარშემორტყმული მთების განუმეორებელი ხედები. საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართია 20.000მ2და შედგება "უმაღლესი ხარისხის" კატეგორიის 33 აპარტამენტისაგან. ამ კლასის ყველა აპარტამენტს გააჩნია ავტოსადგომი, რომლის ღირებულებაც შედის აპარტამენტის ფასში: 200 მ2-მდე აპარტამენტისათვის განკუთვნილია 1 ავტოსადგომი, ხოლო 200 მ2-ისზემოთ 2 ავტოსადგომი. მეხუთე სართულზე განლაგებული აპარტამენტის ღირებულებაში ავტოსადგომთან ერთად შედის საკუჭნაო.
საცხოვრებელი კომპლექსი „Palm Apartments“ აღჭურვილია ცენტრალიზებული კომუნიკაციების, ერთიანი მართვის,
მომსახურეობისა და სერვისების თანამედროვე სისტემებით:
ცივი წყლის ფილტრაციისა და ცხელი წყლის მიწოდების სისტემა;
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია;
კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურება;
დაცვის 24 საათიანი მომსახურება;
შიდა ტერიტორიისა და საერთო სივრცეების დასუფთავება, განათება, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება (სარეზერვო დიზელ-გენერატორი);
ლიფტებისა და შლაგბაუმების ექსპლუატაცია;
სათვალთვალო კამერების, უსაფრთხოების სისტემებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მომსახურება და მართვა;
ავტოსადგომის მოვლა-პატრონობა;
მესაკუთრესთან შეთანხმებით დიზაინის მომზადება და აპარტამენტის რემონტი, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვის სერვისის ჩათვლით;
აპარტამენტების მაცხოვრებლებისათვის ღია საცურაო აუზის ვაუჩერები;
ტურისტული სერვისები და სხვა.
აქცია ვრცელდება "უმაღლესი კლასის" მხოლოდ 16 აპარტამენტზე, რომლებიც განლაგებულია მესამე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით. საპეციალური აქცია ,,ზაფხული 2016“ მოქმედებს მხოლოდ 2016 წლის 30 მარტამდე.
ყურადღება! განსაკუთრებული სიახლე - პირველად: თითოეული აპარტამენტის ღირებულება ყალიბდება თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად აქციის ფარგლებში აპარტამენტის შესყიდვის შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია: 2016 წლის ზაფხულის სეზონამდე დაასრულოს აპარტამენტის კეთილმოწყობა. |
მემორანდუმი დასაქმების სააგენტოსა და ინვესტორთა ასოციაციას შორის |
|
|
|
Wednesday, 17 February 2016 08:12 |

2016 წლის 16 თებერვალს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და საქართველოს ინვესტორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება, ბიზნესგარემოს სრულყოფა და შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირება. დოკუმენტის მიხედვით ასოციაციის წევრი კომპანიები უზრუნველყოფენ ვაკანტური ადგილების და სტაჟირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის 15 ივლისს ბათუმში და წარმოადგენს ერთ–ერთ უმსხვილეს ინვესტორთა გაერთიანებას საქართველოში. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას დღეისათვის 21 წევრი კომპანია ჰყავს, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: საფეიქრო მრეწველობა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, საბანკო, დაზღვევა, სასტუმროები და სხვა. |
IUHB - საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ჰოსპიტალი ბათუმში |
|
|
|
Monday, 01 February 2016 07:47 |

2016 წლის თებერვლის ბოლოს ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება.ხოლო ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 1 თებერვლიდან დაიწყო. IUHB მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. IUHB -ში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართული და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება. კარდიოლოგია ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მას სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალში მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე უხელმძღვანელობს, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. რეპროდუქტიულ განყოფილებაში უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის პროცესი გამოცდილი რეპროდუქტოლოგი მეჰმედ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშიევი უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუხდეს დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება. ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა. IUHB ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიზანი JCI -ის აკრედიტაციის მოპოვებაა, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაში ოქროს სტანდარტად განიხილება. |
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ მე 11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო |
|
|
|
Friday, 29 January 2016 07:45 |

2016 წლის 28 იანვარს, საერთაშორისო სავაჭრო პალატა სასტუმრო „პოლიდეი ინში“ მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გამართა. საქართველოს პრემიერ მინისტრი - ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო და სიტყვით მიმართა საბჭოს წევრებს. შეხვედრა დაეთმო შემდეგ საკითხებს: საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის მიმოხილვა საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ და 2016 წლის ეკონომიკური პროგნოზის გაანალიზება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერას. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მამოძრავებელი ძალა და მთავრობა დიდად აფასებს თქვენს საქმიანობას და წვლილს ქვეყნის განვითარებაში,“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას. ფადი ასლი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიზნეს კლიმატისა და კერძო სექტორის ძირითად გამოწვევებსა და მათი მოგვარების ალტერნატიულ გზებზე. ბ-ნ ასლიმ განიხილა კონკრეტული ბიზნეს ქეისები, დაასახელა ის კომპანიები, რომლებიც ზეწოლას განიცდიან შემოსავლების სამსახურის მიერ და პრემიერ მინისტრს თხოვნით მიმართა, შეჩერდეს ამ კომპანიების ანგარიშების დაყადაღება. მან აღნიშნა, რომ სწორედ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ქმედებები წარმოადგენენ კერძო სექტორის განვითარებთვის უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ესწრება საერაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას, რადგან ის დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ეკონომიკურ პროგრამას. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ პრემიერ მინისტრს და დარწმუნებულები ვართ,რომ ის უმოკლეს ვადაში გაართმევს თავს იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს ზიანსაყენებს“- აღნიშნა ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბ-ნ იანოს ჰერმანმა ისაუბრა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესსა და მისზეგავლენაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან მიმართებაში. ბ-ნ ჩოი სეუბმა კომპანია „JSC Nenskra Hydro“- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ნენსკრა ჰესის საინვესტიციო პროექტის შესახებ. ბ-ნ ილია გოგიჩაიშვილმა ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტის გლობალურ შეხვედრაზე, რომელიც თბილისშ გაიმართება 2018 წლის შემოდგომაზე. საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატა წარადგინა ICCommerce-ის მეექვსე გამოცემას. მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრო 150-ზე მეტი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკური პარტიის წევრი,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერეალური მდივანი და ICC აჭარის დირექტორი ოსმან ჩალიშქან ( მჟავანაძე), ასევე ICC-ის ახალგაზრდული პროექტის წევრები. საკონსულტაციო საბჭო ერთადერთი და გამორჩეული ორგანოა საქართველოში ბიზნეს ორგანიზაციებს შორის,რომლის შემადგენლობაშიც შედის რვა ელჩი, სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და ორი საერთაშორისოორგანიზაციის თავმდჯომარეები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ დიპლომატებირეგულარულად კომუნიკაციას ახდენენ მთავრობასთან, რათა მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული ბიზნესისა დასაინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას. |
|