საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ირანის ახალ კონსულს შეხვდა
Wednesday, 12 August 2015 06:29
2015 წლის 11 აგვისტოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ირანის ახალ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ირანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი. ასევე რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანაც იგეგმება. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი ურთიერთობა ირანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი “ALETEX”-ის წარმომადგენელს შეხვდა
Friday, 07 August 2015 06:26
2015 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ასოციაციის ოფისში კომპანია ”ALETEX”–ის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, კერძოდ ტექსტილის სფეროს. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ”ALETEX”–ის წარმომადგენლებს, მათთვის საინტერესო ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა. ”ALETEX”–ის წარმომადგენლობა დაინტერესებულია აჭარის რეგიონში ტექსტილის სფეროში განახორციოლოს ინვესტიცია. შეხვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, დაათვალიერეს ალტერნატიული ადგილები.როგორც შეხვედრის დროს გაირკვა ტექსტილის ქარხნის გახსნის პირველ ეტაპზე კომპანია ”ALETEX”–ი 350 მდე ადგილობრივი კადრის დასაქმებას გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი ასევე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...