გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ |
|
|
|
Monday, 13 July 2015 14:24 |

2015 წლის 9-10 ივლისს სასტუმრო შერატონში, ბათუმში, საქპატენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ PSD SC) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან ერთად გამართა კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების
აღსრულებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების მექანიზმები საქართველოში. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: კერძო კომპანიები; იურიდიული ფირმები; სახელმწიფო უწყებები; აწარმოე საქართველოში და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ინტელექტუალური საკუთრების საკოორდინაციო საბჭოს წევრები; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები; მოსამართლეები; იმპორტიორები და ექსპორტიორები საქართველოში; საერთაშორისო ორგანიზაციები,საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და სხვა. კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი თემები:
- ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და ინიციატივები;
- ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების მდგომარეობა საქართველოში;
- საერთაშორისო მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
- ზიანის გაანგარიშება (მიუღებელი შემოსავალი, მოგების ჩამორთმევა, ჰიპოთეტური ლიცენზია);
- უზურნველყოფის ღონისძიებები;
- სასაზღვრო ღონისძიებები;
- შიდა ბაზრის კვლევა/გამოცდილება/რეკომენდაციები კერძო სექტორისათვის;
- დისკუსია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებისათვის.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მდგრადი კერძო სექტორის მდგრადი განვითარებისათვის. საქართველოს ევროპულ ბაზართან დაახლოებისათვის მნიშვნელოვანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
აჭარაში შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთი თბილისში გაიგზავნა |
|
|
|
Saturday, 20 June 2015 15:10 |

დედაქალაქში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის რეგიონში შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთი გააგზავნეს, აჭარის მთავრობის, მერიისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა დაეხმარეს სტიქიით დაზარალებულებს, და დახმარების სახით თბილისში გააგზავნეს სურსათით, მაისურებით, თეთრეულით და პირველადი ჰიგიენის საშუალებით დაფასოებული 200 ცალი ყუთი („აჭარა ტექსტილმა“ 300 ცალი მაისური, „ბი თი ემ ტექსტილმა“ 1600 ცალი თეთრეული, პირსახოცი, ქალისა და მამაკაცის საცვალი, მამაკაცის წინდები, ქალისა და ბავშვის მაისურები.) . დედაქალაქში ასევე გაიგზვნა 3 ტონა ბრინჯი და 200 ერთეული სპორტული ტანისამოსი. დახარისხდა და გაიგზავნა მერიის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ შეგროვებული ნივთებიც. გარდა ამისა, ამ დროისთვის შეგროვებულია 60 000 ლარი. სულ 100 000 ლარის გადარიცხვა იგეგმება. |
საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა ასამბლეამ ბორდის ორი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი დაამტკიცა, ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულებს თანამდგომა გამოუცხადა |
|
|
|
Monday, 15 June 2015 14:47 |

2015 წლის 15 ივნისს, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ გენერალური ასამბლეა გამართა. არჩევნების შედეგად აირჩა ბორდის ორი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი / ხაზინადარი. გენერალურმა ასამბლეამ - ელჩი ბ-ნ ზურაბ კაჭკაჭიშვილი დაამტკიცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალურ მდივნად. საერთაშორისო სავაჭრო პალატას ბორდის წევრობისთვის 2 ვაკანტური პოზიცია ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 5 კანდიდატმა იყარა კენჭი. არჩევნების შედეგად შეირჩა: ქ-ნ ნონა მამულაშვილი - კომპანია ფილიპ მორისის კორპორატიულ საქმეთა მენეჯერი და ბ-ნ ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე - კომპანია ჯეონეთ ექსპოს დირექტორი და ინვესტორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი. გენერალურმა ასამბლეამ ასევე აირჩია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეორე ვიცე-პრეზიდენტი/ხაზინადარი, ბ-ნ ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელიც პეტროკას ენერჯის ვიცე-პრეზიდენტია. გენერალურმა ასამბლეამ განიხილა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და გადაწყვეტია, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს შორის შეგროვდეს თანხა დაზარალებული ოჯახებისთვის, ასევე კატასტროფის შედეგად დაზიანებული ოჯახის წევრებისთის მოიძებნოს მათი დასაქმების საშუალება. „ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლადარჩეულ ბორდის წევრებს, ქ-ნ ნონა მამულაშვილს და ბ-ნ ოსმან მჟავანაძეს, რომლებიც დიდ წვლილ შეიტანენ პალატის შემდგომ განვითარებაში. მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს, რომლებაც გამოხატეს კეთილი ნება, დახმარება გაუწიონ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს“-განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნესორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნესორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადისგლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიობანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭროპალატა არისუმსხვილესი დაყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიცა ერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას. |
|