გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ბათუმში “Bau International University Batumi” გაიხსნა |
|
|
|
Thursday, 11 June 2015 11:52 |

2015წლის 10 ივნისს, ბათუმში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. დაწესებულება თურქული ინვესტიციით ქართულმა კომპანია შპს Brothers-მა ააშენა. „Bau International University Batumi” წარმოადგენს მსოფლიო ქსელის Bau Global-ის ნაწილს. Bau Global-ის მიერ დაარსებული უნივერსიტეტები ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ქალაქებში, ისეთები როგორებიცაა ვაშინგტონი, ბერლინი, რომი, სტამბული, სინგაპური, ტორონტო და ჰონკკონგი. აღნშნულ ქსელი ახორციელებს ასევე პროფესიული სასწავლო პროგრამების შესაწავლას მსოფლიოს 80 მდე ქვეყანაში. Bau Global-ის ქსელის სტუდენტების საერთო რაოდენობა შეადგენს 30 000ს. „Bau International University Batumi” -ში ამჟამად ფუნქციონირებს სამედიცინო ფაკულტეტი. „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ 2015 – 2016 სასწავლო წელს სამედიცინო სფეროში განათლების მისაღებად ღებულობს სტუდენტებს როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნივერსიტეტი მოქმედებს ფონდების მეშვეობით და სხვადასხვა სპეციალობაში წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიებით წაახალისებს. პირველ წელს უნივერსიტეტი ღებულობს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს, ხოლო შემდგომ წლებში მიიღებს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც. საავადმყოფო კომპლექსის ბაზაზე განთავსებულია „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ რომლის საერთო ინვესტიცია შეადგენს 25 მილიონ დოლარს. უნივერსიტეტს შეუძლია მიიღოს 300 სტუდენტი. პირველ წელს მიღებულ იქნება 50 სტუდენტი. შემდგომი წლებში იგეგმება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება და დამატებით კიდევ გაიხსნება ფაკულტეტები სტომატოლოგიისა და ტურიზმის განხრით. (BAU International University, Batumi) სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა, კონკურენტუნარიანი, მაღალი ზნეობრივი სტანდარტების, კვალიფიციური, მეცნიერული ხედვითა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი, ლიბერალური ღირებულებების მქონე კადრების მომზადება. მისიიდან გამომდინარე უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: განახორციელოს და განავითაროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო და სამაგისტრო); მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე; ხელი შეუწყოს სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; შეიმუშაოს და განახორციელოს საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები; უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური თავისუფლება; შექმნას სტუდენტზე მორგებული საუნივერსიტეტო გარემო სწავლისა და სამეცნიერო მუშაობისათვის; სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი ამოცანებია: საგანმანათლებლო პროგრამების პერმანენტული დახვეწა და საგანმანათლებლო პროცესის ინოვაციური განვითარება; პოტენციური დამსაქმებელის ინტერესების გათვალისწინება; სტუდენტისათვის პროფესიონალად ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ცოდნის დანერგვის ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო- კვლევითი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; პროფესორის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში Bau Global-ის ქსელში არსებულ უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მისი კლინიკური ბაზა - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკული მეცადიონეობების გავლა. სამედიცინო ფაკულტეტი პირველ ეტაპზე გათვლილია 50 სტუდენტზე (6 კურსის განმავლობაში 350 სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი).უნივერსიტეტის ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მულიაჟებით, რაც მისცემს შესაძლებლობას სტუდენტებს შეიძინონ ხარისხიანი ცოდნა. |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა |
|
|
|
Tuesday, 09 June 2015 10:03 |

ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ''ლეოგრანდი'' გაიხსნა. გახსნის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, რეგიონის პირველი პირები დაესწრნენ. 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება - მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა. პრემიერი ბათუმის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდას მიესალმება. "ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა. |
შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში |
|
|
|
Friday, 05 June 2015 06:22 |

მიმდინარე წლის 22 მაისს ფოთის თავისუფალმა ზონამ მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაში ტექსტილისა და კვების მრეწველობის სფეროში მოღვაწე თურქულ კომპანიებთან. თურქეთიდან 15 სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ ფოთის თავისუფალი ზონის წარმომადგენელს და გაეცნენ ზონაში არსებულ მუშაობის პირობებს, პრეფერენციებს, არსებულ ინფრასტრუქტურას და პერსპექტივებს. შეხვედრას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ესწრებოდა რომელმაც თურქ ბიზნესმენებს აჭარის რეგიონში მიმდინარე და არსებული პროექტები გააცნო როგორც ბიზნესის ასევე ტექსტილის სფეროს კუთხით. შეხვედრის ბოლოს რამდენიმე დაინტერესებულმა კომპანიამ ფოთის თავისუფალი ზონის ტერიტორიის დათვალიერებისა და მიმდინარე პროექტების ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა. ფოთის თიზ–ი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ტექსტილის მწარმოებელთათვის, ვინაიდან ფოთში ფაქტიურად მოხსნილია კვალიფიციური კადრების მოზიდვა გადამზადების პრობლემა,პროფესიული სკოლა / კოლეჯი სხვა მრავალ დარგთან ერთად ამ დარგის სპეციალისტებსაც ამზადებს. სწავლება უფასოა და ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. კოლეჯის კურს დამთავრებულებზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, მათ შორის, საკერავი მანქანებით. შეთანხმდა რომ დაინტერესებული კომპანიები დეტალებში გათვლიან თავიანთ პოტენციურ პროექტებს ფოთის თიზ–ში და შემდგომში მოხდება კოორდინირებათიზ–თან მათგან ვითარებასთან დაკავშირებით. ფოთის თავისუფალი ზონა, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს, აქტიურად განაგრძობს განვითარებას და მუშაობას სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნებიდან სამრეწველო თუ სავაჭრო მიმართულებით კომპანიების მოსაზიდად. ფოთის თავისუფალი ზონა წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს,რომელიც მიმზიდველია როგორც მსუბუქი მრეწველობისთვის, ისე რეგიონული ვაჭრობისთვის და მძიმე მრეწველობის საწარმოებისათვის. |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
|